ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, ევროტურნირების მესამე შესარჩევი რუნდის საპასუხო მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროპა ლიგა


„სლოვანმა“, რომელიც პირეოსში "ოლიმპიაკოსთან" ფრეს (1:1) დასჯერდა, სახლში პირთამდე სავსე სტადიონზე სამწუხარო მარცხი განიცადა. მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კვლავ სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მხოლოდ კანკავა შეცვალა 90-ე წუთზე. "სლოვანი" 0:1-ს აგებდა, 90+4-ე წუთზე საპონჯიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 97+7-ე წუთზე მსაჯმა ბრატისლაველთა მცველი აბენა გააძევა და დამატებითი დრო დაინიშნა. 101-ე წუთზე გვინეელმა ლეგიონერმა კამარამ ბერძნული გუნდი დააწინაურა.
რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი ბრატისლაველები თითქოს განწირულები იყვნენ, მაგრამ 108-ე წუთზე კაშიას პასით გრინმა თანაფარდობა აღადგინა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც პირეოსელებმა უკეთ შეასრულეს და გაიმარჯვეს. სამწუხაროდ, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა. არადა, ის ძალიან აქტიური და ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

"სლოვანი" კონფერენს ლიგაზე გადაერთვება და პლეი-ოფში ბოსნიის" "ზრინსკის" შეხვდება - 18 აგვისტოს მოსტარში, 25 აგვისტოს კი ბრატისლავაში.

კონფერენს ლიგა

„აპოელმა“ ნურ-სულთანში სასურველ ფრეს (0:0) მიაღწია „კიზილ-ჟართან“ და რადგან პირველი შეხვედრა მოგებული ჰქონდა (1:0), პლეი-ოფში გავიდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო გიორგი ივანიაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. სტუმართა რიგებში სათადარიგოთა შორის დარჩა ბუბა დაუშვილი, ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყვნენ. ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მალე ითამაშებს. შემდეგ ეტაპზე ნიქოზიელთა მოწინააღმდეგე შვედეთის "იურგორდენი" იქნება.

„რაკუვში“ რამდენიმე მატჩის გამოტოვების შემდეგ დაბრუნდა ვაკო გვილია, თან სასტარტოში და 88-ე წუთზე შეცვალეს. პოლონურმა კლუბმა ისევ სძლია ტრნავის „სპარტაკს“, ამჯერად 1:0 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე პრაღის "სლავიას" დაუპირისპირდება.

„ფეჰერვარმა“, რომელმაც ერთი კვირის წინ „პეტროკუბი“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა, კიშინიოვშიც გაიმარჯვა (2:1). ისე როგორ იქნებოდა, ბუდუ ზივზივაძეს არ გაეტანა - სეკეშფეჰერვარელთა თავდამსხმელი მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, მან დუბლი შეასრულა და 63-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ამ სეზონში ტურნირზე 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 წაგების მერე „ლეხი“ პოზნანში ისლანდიელებს 2:0-ზე ამარცხებდა, თუმცა სტუმრებმა კომპენსირებულ დროში ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს და ექსტრა ტაიმი დაინიშნა, რომელშიც პოლონურმა კლუბმა მეტოქე დაჯაბნა და 4:1 გაიმარჯვა. ნიკა კვეკვესკირი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გიორგი წიტაიშვილი კი მწვრთნელმა სათადარიგოთა შორის დატოვა. ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელ მატჩებში პოზნანელები ლუქსემბურგის "დუდელანჟს" შეხვდებიან.

„ნეფთჩიმ“ სახლში 4 აგვისტოს ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“, ხოლო დღეს ვენაში ძირითად დროში 0:1 დამარცხდა, დამატებით დროში კიდევ ერთი გოლი გაუშვა, 0:2 წააგო და ტურნირიდან გამოვარდა. საბა კვირკველია სასტარტოში იყო და 118-ე წუთზე შეცვალეს.

„ჟილ ვისენტემ“ ლატვიაში ფრეს მიაღწია "რიგასთან" (1:1), ამჯერად კი საკუთარ მოედანზე 4:0 იმარჯვა. გიორგი აბურჯანია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პორტუგალიელთა შემდეგი მეტოქე "ალკმაარია".

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვაისს მადლობა რომ წაიყვანა, ენდო და ფორმაში შედის ჩაკვე, ვინც თამაშს უყურა საუკეთესო იყო სანამ სიქა გაძვრებოდა, რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, ფიზიკურად უჭირს კიდევ რა თქმა უნდა, ბოლოს ძლივს დადიოდა მაგრამ გაიხსენეთ რა გადაიტანა და 10-15 წუთი რომ თამაშობდა ის გვიხაროდა, ეხლა 120 წუთი ითამაშა, ბოლო-ბოლო მისი ფორმაში შესვლა გვინდა, თორემ სლოვანი კი არა ჩვენი კლუბები ვერ მოგვინელებია
კაკო
12 აგვისტო 2022 12:14
1
წარმატებები ჩაკვეტაძეს... და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
12 აგვისტო 2022 12:02
2
რა საოცრებებს წერთ ზოგიერატი საფეხბურთო ექსპერტი კომენტარებში. პენალტი რატო დაარტყაო, ღმერთო ბიჭი გვინდა ტოპ კლუბში თამაშობდეს და თქვენ წერთ პენალტი რატომ დაარტყაო? ჯამრთელები ხართ? მშიშრები ფეხბურთს არ თამაშობენ. არაუშავს თუ ვერ გაიტან, მთავარია გულში შიში არ შეუშვა.
Semi
12 აგვისტო 2022 11:04
4
ასიანი , გეთანხმები !!!
Gio
12 აგვისტო 2022 12:25
3
ჩაკვეტაძის ბედი, რომ გვაღელვებს მაგიტომაც ვამბობთ. შეშინებულმა დაარტყა, თუ დარტყმა ჰქვია მაგ შესრულებას, ისევ მას დააწვება ტვირთად და ეგ გვაწუხებს. თავად ჯანმრთელად ხარ?
სიმართლე
12 აგვისტო 2022 12:19
3
დადებითი ის არის, რომ ჩაკვეტაძემ 120 წუთი ითამაშა.
ქ. გ.
12 აგვისტო 2022 09:07
1
არ უნდა შეეყვანა დამრტყმელთა სიაში, ან პირველს უნდა დაერტყა. თავდაჯერება აკლია და ბოლო დარტყმის სიმძიმემ სრულიად დათრგუნა. დარტყმამდე გაფუჭებული პენალტი
სიმართლე
12 აგვისტო 2022 08:53
5
ვაისი ენდო და ჩაკვეც აშკარად უმატებს.უმატებს,მაგრამ გოლები ვერ გააქვს.თუ აქ ფაიტანდა,თავდაჯერებულობა გაუორმაგდებოდა და კიდევ უფრო გაიხსნებოდა.თან ეტყობა სხვებზე უკეთ,მაინც გიო ურტყავს.სხვებზე მეტად მისი იმედი რომ არ ჰქონოდა,საკუთარი თავის მტერი ხომ არ არის,ვაისი.ძალიან დაიღალა და ალბათ ამანაც ინოქმედა,თუმცა ძალიან ცუდად დარტყმულიც არ იყო.უბრალოდ მეკარემ გაარტყა მიმართულებას.მანამდე კაპიტანმა და ძალიან გამოცდილმა კუცკამაც მთლიანად ააცილა კარს.ასე რომ არაფერი კატასტროფული არ მომხდარა.თუ ვინმემ არ გააფუჭა,პენალტების სერია არ დამთავრდება და აუცილებლად ვიღაცამ უნდა გააფუჭოს.
სოსო
12 აგვისტო 2022 14:06
1
ვიცოდი ზუსტად რომ ვაისი გადამწყვეტს დაარტყმევინებდა ... პირველს მაინც დაერტყა
bejo
12 აგვისტო 2022 08:28
1
ამ სლოვანმა მარტო ჩვენ მოგვიგო. ბათუმი გაწირეს მსაჯებმა თორემ ახლა ჩვენ ვიქნებოდით შემდეგ ეტაპზე ევროპა ლიგის და არა კონფერენს ლიგის.
roma bejanidze
12 აგვისტო 2022 08:18
13
კონფერენს ლიგაზე როგორც დავასრულეთ, მშვენივრად მოგეხსენებათ და ლიგაზე დავგლეჯდით? ბრმას თვალები არ ჰქონდა და წამწამებზე დარდობდაო, ეგ ვარიანტია.
: )))))))
12 აგვისტო 2022 11:04
1
აუუ არ უნდა დაერტყა ჩაკვეს ბოლო პენალი რაა @ ეტყობა ვაისმა აიძულა @
zura222
12 აგვისტო 2022 05:43
10
ტრამვა ვის არ მუღია, რა სჭირს ამ ბიჭს რატო შეერყა ასე ფსიქიკა?
დავით
12 აგვისტო 2022 05:00
11
რა შუაშია ტრამვა და ფსიქიკა, სხვას არ გაუფუჭებია პენალტი თუ რა, ანუ შენი აზრით:ზიკო, სოკრატესი, ბაჯო, ბარეზი და ა.შ ფსიქიკურად არამდგრადები იყვნენ?დდდ
რრრ
12 აგვისტო 2022 12:03
2
ტრამვას გააჩნია მეგობარო აქ ხო არ არის 4-5 თვეზე საუბარი,,ბიჭმა სამი წელი გამოტოვა თან ყველაზე კრიტიკულ ასაკში მაშინ როცა უნდა განვითარებულიყო და მოემატებინა ტოპის დონემდე,,27-წლის ასაკში რო მიეგო უფრო იოლად მოერეოდა,,18-წლის ასაკში ფსიქოლოგიურად რომელი ქართველი ფეხბურთელი გინახია იმდენად ძლიერი რო სამი წელი არ შეიმჩნიოს??თუ ვინმეს იმის ილუზია გქონდათ რო 3-4 თვეში ეგრევე ფრენას დაიწყებდა ჩაკვე ძაან შემცდარხართ,,იმედი ვიქონიოთ რო მომავალი წლის დასაწყისიდან მაინც იქნება იდეალურ ფორმაში ისეთში როგორშიც იყო ტრამვამდე
გელა
12 აგვისტო 2022 11:22
2
ყველა გამოხმაურება
ვაისისათვის დამახასიათებელი "სიბრძნის" გამოვლინება. რას არტყმევინებ ადამიანს, რომელსაც ყველაფერთან ერთად იმ ტრამვების მერე თავდაჯერების პრობლემა აქვს?
არტ
12 აგვისტო 2022 02:56
12
ძირითადში არ უნდა დაეყენებინაო სად ამოიკითხე? ან კიჭა რა შუაშია საერთოდ? კიჭას ფსიქოლოგიური პრობლემები ტრამვების ფონზე დიდად არ აწუხებდა და იმიტომაც თამაშობდა იქ სადაც თამაშობდა. ჩაკვეს კი ზუსტად მაგ პრობლემების გამო არ გამოუვიდა ჰამბურგში დამკვიდრება.იმის ნახევარიც ვერ აჩვენა, რაც შეეძლო. ვაისს მადლობა უნდა ვუთხრათ რომ წაიყვანა? სამადლოდ წაიყვანა არა? ქველმოქმედების მიზნით? რა სისულელეა, იცის მისი შესაძლებლობები და ისიც, რომ მისი გუნდის დონეს ეს შესაძლებლობები ბევრად აღემატება. ჯერ ბოლომდე ვერ აღიდგინა თავი ჩაკვემ და ბოლო გადამწყვეტი პენალტის მისთვის დაკისრება მავნებლობაა მის მიმართ.რა არის აქ გაუგებარი?.
არტ
12 აგვისტო 2022 10:51
4
აი კაცს ლანძღავ არაფრის გულისთვის, რომელმაც ორი გუნდიდან გამოშვებული 3 წელი უთამაშებელი ბიჭი წაიყვანა და ფეხბურთი ათამაშა. და თან რისი გულისთვის პენალტი დაარტყმევინაო. იქნებ ისიც გეთქვა საერთოდ ძირითადში რატომ დააყენაო. ესეგი კიჭა რონალდოს შენი აზრით პენალტი არ უნდა დაერტყა თავის ცხოვრებაში.
Semi
12 აგვისტო 2022 08:46
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული