ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაისმა ჩაკვეტაძეზე და მარცხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე პენალტების სერიაში "ოლიმპიაკოსთან" დამარცხების შემდეგ, კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა:

"ეს სირცხვილია. ასეთ რთულ მეტოქესთან კარგად ვითამაშეთ, კაცნაკლულობის მიუხედავად, ორჯერ შეგვეძლო თერმეტმეტრიანებამდე არ მიგვეყვანა საქმე. პენალტები - ნერვებია, სამწუხაროდ, კუცკა და ჩაკვეტაძე დაძაბულობას ვერ გაუმკლავდნენ.

ფეხბურთელები მაინც იმსახურებენ პატივისცემას. ასეთი "სლოვანი" სურს გულშემატკივარს, ბიჭები შეუჩერებლივ მიიწევდნენ წინ, მაგრამ ფორტუნამ დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა. ეს შესანიშნავი თამაში და შესანიშნავი ფეხბურთი იყო. ახლა "ზრინსკი" გველის და მე მჯერა, ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ".

ასევე დაგაინტერესებთ