ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა კვარაცხელია, დუშან ვლაჰოვიჩი, შარლს დე კეტელარი, სახელები, რომლებსაც ამ სეზონში ხშირად გავიგებთ" - ცნობილი გამოცემის ანალიზი

AutoSharing Option
ცნობილი გამოცემა CBC Sports-ი სერია A-ს 2022-2023 წლების შესახებ ანალიზს გვთავაზობს და სხვადასხვა ნომინაციებზე წერს. მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატში დიდი ცვლილებებია, ჩვენი ყურადღება კი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლუკა ლოჩოშვილისკენაა მიმართული.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

ქართველი ტალანტი ნეაპოლურ გუნდს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა და პრესეზონზე ახალ გუნდში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. "ნაპოლის" შემადგენლობაში უამრავი სიახლეა, გუნდი დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან: ლორენცო ინსინიე, კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი. ფაბიან რუისი კი რამდენიმე დღეში პსჟ-ს შეუერთდება. ლუჩანო სპალეტის გუნდს ახალგაზრდა,
მოძრავი ფეხბურთელი სჭირდებოდა, ხვიჩას კი უდიდესი პოტენციალი აქვს და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. კვარაცხელია 2001 წელს დაიბადა, უდავოა, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია შარლს დე კეტელართან ერთად. ცხადია, საქართველოს ეროვნულ ლიგასა და სერია A-ს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა თუ "კვარა" ტრავმიანობას თავიდან აირიდებს, ექნება საკმარისი შესაძლებლობა "ნაპოლიში" წარმატების მისაღწევად.

ასევე სხვა ნომინაციების შესახებ.

საუკეთესო ახალწვეული - შარლს დე კეტელარი ("მილანი")

ოქროს ბუცის გამარჯვებული - დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი")

ყველაზე გაუმჯობესებული გუნდი - "რომა"

საუკეთესო ახალწვეული (გუნდი) ლიგაში - "მონცა"

საუკეთესო დაბრუნება - პოლ პოგბა ("იუვენტუსი")

შეგახსენებთ, ჩვენებურის დებიუტი სერია A-ში სულ რაღაც 2 დღეში, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

altკვარაცხელია ძირითადში იქნება - სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტევს

alt"კვარა სპალეტის სისტემაში მაშინვე ჩაჯდა - შეგვიძლია ძალიან კარგად ვითამაშოთ" - "ნაპოლის კაპიტანი ოპტიმისტობს

alt"ნაპოლი" აღარ არსებობს - უფრთხილდით ქართველ ჯადოქარს" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე




ასევე დაგაინტერესებთ