მამარდაშვილის "მშრალი მატჩი" - კაცნაკლულმა "ვალენსიამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თამაში მთლად ლამაზი სანახავი არ იყო და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში კატალონიელთა მცველ ვალერის ხელზე მოხვდა და „ღამურები“ პენალტით სოლერმა დააწინაურა.

52-ე წუთზე უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით „ვალენსიას“ მცველი ერაი კომერტი გააძევა და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, მხოლოდ ერთხელ დაარტყა შორიდან ძლიერად ალეიშ ვიდალმა, რომელიც ქართველმა
მოიგერია.

21 აგვისტოს „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - ჟირონა 1:0
გოლი: სოლერი (45+1, პენ)
გაძევება: კომერტი (52)

მკითხველის კომენტარები / 14 /
მოკრძალებული სათაური და მეტნაკლებად ობიექტური ანალიზი იმიტომაა,რომ სტატია მამარდას ეხება, თორემ კვარამ რომ იფინტაოს თამაშისას მოედნის ცენტრში ან ვარჯიშზე ისეთი მყვირალა სათაურები იქნებააა.........
შულაია
15 აგვისტო 2022 11:46
18
საერთოდ არ ჰქონდა საქმე მამარდას, ისეთი თამაში იყო. ფეხით თამაშისას უფრო თავდაჯერებული იყო,შეცდომა არ დაუშვია.
დათო
15 აგვისტო 2022 08:34
2
აბა რა ფეხით თავბრუსახვევს, თავდასხმაში ხომ არ ითამაშებდა?
დათო-ს
15 აგვისტო 2022 13:39
0
მამარდას შეცდომა არ დაუშვია.
მთლიანად გადმოწყობილია გატუზოს მოთხოვნებზე. მოკლე პასებს მშვენივრად გაართვა თავი.
ისე სამუშაო ბევრი არ ქონია.
ერთი მოგერია შორიდან ძლიერი დარტყმული
თენგო
15 აგვისტო 2022 08:17
2
როგორ ითამაშა მამარდამ დაწერეთ რა ვინმემ, მინუსები პლიუსები გამოსასწორებელი გამოსწორებული ანალიზი გააკეთეთ მოკლედ
Rustavi
14 აგვისტო 2022 23:58
4
რა ცუდია რა რეგიონები ფაქტიურად ვერ ვუყურებთ ლა ლიგას სილკის გადამკიდე, ტელევიზიებს ეგ არ ააქვთ ინტერნეტი ჭედავს, იმედია ლა ლიგასაც დაითრევს სეტანტა ან აჭარასპორტი.
რრრ
14 აგვისტო 2022 23:54
2
არა მე მაგთისატზე ვუყურებ. ინტერნეტი ისეთი სუსტია აზრო არ აქვს.
რრრ
15 აგვისტო 2022 12:17
1
სეტანტა და აჭარასპორტის ექაუნთში თუ ფულს იხდით, სილკსაც აქვს იგივე. აპლიკაციაა და ძვირიც არ ღირს...
რა მაფიაა?
15 აგვისტო 2022 03:12
1
ყველა გამოხმაურება
ესეც ერთი მშრალად შენახული კარი,კიდევ მრავალად იქნება ამ სეზონში, მათ შორის ნაკრებშიც......მიდი მამარდ ბოლომდეეეეე!!!
ჩასაფრებული
14 აგვისტო 2022 23:50
0
ველოდი სათაურს "ქართველი კანისარესი" ან მსგავსი სისულელეები როგორც იცით ხოლმე,"ქართველი მესი,პელე,მარადონა" და ა.შ. გამიკვირდა მოკრძალებულად რომ დაწერეთ.ესე გააგრძელეთ,თუ გინდათ ბიჭებს წარმატებული კარიერა ჰქონდეთ. ვულოცავ გიორფის პირველ მოგებას და "მშრალ" თამაშს.წარმატებები
საქართველო
14 აგვისტო 2022 23:49
0
კანისარესი არა ვიქტორ ვალდესი კიდევ. ქართველი პეტრ ჩეხი
!!
15 აგვისტო 2022 10:28
0
ბრავო, ოპერატიულად მოიქეცით........
kaxa
14 აგვისტო 2022 23:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული