ყველაფერი, რაც კვარაცხელიასა და "ნაპოლის" სასტარტო მატჩზე უნდა ვიცოდეთ - დღეს ხვიჩა იწყებს!

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა" ბევრი გოლით, წითელი ბარათებითა და ემოციებით დაიწყო. დღეს, 15 აგვისტოს, ტურს ორი მატჩი დახურავს - "იუვენტუსი" სასუელოს" დაუხვდება, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" კი "ვერონას" ესტუმრება.

ქართველი გულშემატკივრების მთელი ყურადღება "მარკ'ანტონიო ბენტეგოდისკენაა" მიმართული, სადაც ქართველი გარემარბის დებიუტი უნდა შედეგეს. კვარაცხელია მოსამზადებელ ეტაპზე ძალიან დამაჯერებელი, მწვავე, შემოქმედებითი და ენერგიული იყო, თუმცა გვესმის, რომ ოფიციალური
შეხვედრა სხვა რანგისაა, ამავდროულად, ხვიჩას შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ და ისიც ვიცით, როგორი მტკიცე ხასიათი აქვს და ნერვიულობის მომენტი მინიმუმამდე ექნება დაყვანილი. უკანასკნელი ოფიციალური მატჩი, სადაც ხვიჩამ
გაიტანა, ჩრდ. მაკედონიაში, საქართველოს ნაკრების მაისურით იყო. მან "ჯვაროსნებს" ივნისის ყველა დაპირისპირებაში ულიდერა.

Sportall.Ge

ვერონაში გასამართი მატჩში პატივს მასპინძელი კლუბის ლეგენდარულ მეკარეს, კლაუდიო გარელას მიაგებენ, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. კლუბის ოფიციალურმა გვერდმა მისი "ნაპოლისა" და დიეგო მარადონას წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი გაიხსენა. "ვერონას" გასულ სეზონში საკუთარ არენაზე
გამარჯვება უჭირდა. ბოლოს მათ 4 აპრილს, "ჯენოა" (1:0) ჯოვანი სიმეონეს ერთადერთი გოლით დაამარცხეს. დიეგოს ვაჟი ახლა გუნდთან ერთად არაა და მალე სწორედ ნეაპოლელთა რიგებში ჩაირიცხება.

"ნაპოლი" წინა სეზონში გასვლით შეხვედრებში ძალიან შედეგიანი და დამაჯერებელი იყო. ვერონაში მათი ბოლო სტუმრობა ოსიმენის დუბლითა და გამარჯვებით (2:1) დასრულდა. ნიგერიელი ფორვარდი დღესაც ძალიან სახიფათო იქნება. ის და კვარაცხელია მოედანზე ერთმანეთს მშვენივრად უგებენ, მოსამზადებელ ეტაპზე ეს კარგად დავინახეთ.

Sportall.Ge

"ნაპოლი" ფაბიან რუისს პსჟ-ში უშვებს და ამ გუნდიდან მეკარე კეილორ ნავასს იმატებს - ეს ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ასე რომ, გუნდს გაძლიერება ჯერ არ დაუსრულებია და განაცხადში ცვლილებებს ისევ ველით.

კვარაცხელიას ფლანგზე მაინც მარიო რუი იქნება, მატიას ოლივეირა ჯერ კონკურენციის დაძლევას ვერ ახერხებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მარჯვენა ფლანგს უფრო აქტიურად იყენებს, სადაც ევროპის ჩემპიონი ჯოვანი დი ლორენცო და მექსიკელ ირვინგ ლოსანო თამაშობენ. ამის მიუხედავად, კვარაცხელია მუდმივად შესამჩნევია, მოძრაობს, ბურთის მოპოვებას ცდილობს და გუნდს დაცვით ფაზაშიც ეხმარება. "კვარას" პირდაპირი კონკურენტი ჩრდ.მაკედონიელი ელიფ ელმასია, თუმცა ხვიჩა სასტარტოში უალტერნატივოდ მოიაზრება და მან ეს ნდობა უნდა გაამართლოს კიდეც.

Sportall.Ge

შეხვედრას მიშელ ფაბრი განსჯის. 38 წლის არბიტრი ცოტა ხნის წინ, ჩემპიონთა ლიგაზე რუმინული "კლუჟისა" და სომხური "პიუნიკის" (პენალტების სერიაში სომხებმა იმარჯვეს) დაპირისპირებას მოემსახურა. ფაბრი  "ნაპოლის" უკანასკნელი შეხვედრა მაშინ იმსაჯა, როცა სპალეტის გუნდმა "ჯენოა" (3:0) დაამარცხა. ის ფეხბურთელებს თამაშის საშუალებას აძლევს და ბარათების "მოყვარულად" არ მიიჩნევა.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, ნეაპოლელები კი ფავორიტებად მიიჩნევიან. ვნახოთ, გაიტანს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურ მატჩებში სადებიუტო იტალიურ გოლს.

altgazzetta.it: კვარადონას შეუძლია თვით იტალიაში გახდეს ჩენპიონი - K2-ის ფაქტორზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

მკითხველის კომენტარები / 35 /
არ გვინდა ხალხო ზედმეტი მოლოდინები ჯერ დასაწყისია, დებიუტი ღელვაც იქნება და რამე ისე თუ არ გამოვიდა არ უნდა დავძრახოთ ამისთვის.
ტტტ
15 აგვისტო 2022 20:41
0
ჰა ბურთი, ჰა მოედანი!
წარმატებები, ჩვენო ბრილიანტო!
დიდება საქართველოს!
ლევანი
15 აგვისტო 2022 19:56
0
წარმატებები ჩვენს ხვიჩას!!! უფალი გფარავდეს!!! სად შეიძლება რომ ვუყუროთ თამაშს? იქნებ ლინკი დადოთ ვინმემ.. წინასწარ დიდი მადლობა
გულშემატკივარი
15 აგვისტო 2022 19:50
1
რომელ არხზე ეს თამაში ძმებო?
ჯონი
15 აგვისტო 2022 19:40
0
სეტანტა სპორტზე და მატჩ ფუტბოლ 1-ზეა,გადაცემათა პროგრამებში.
სოსო
15 აგვისტო 2022 20:13
0
Მიდი კვარა ააწიოკე მარცხენა ფლანგი
Ტტტ
15 აგვისტო 2022 19:02
0
ჩვენს მარგალიტს უდიდესი წარმატებები!
ვახო...
15 აგვისტო 2022 18:23
0
ხვიჩა უბრალოდ ითამაშე შენი თამაში,ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.უდიდეს წარმატებას გისურვებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს შენს საქმიანობაში.
გეგი
15 აგვისტო 2022 17:39
0
აი ხომ შეიძლება ასე გაამხნევოს გულშემატკივარმა და უბრალოდ წარმატება უსურვოს, თქვენსავით...
მთელი დღეა ფეისბუქ გვერდები რეიტინგს აკეთებენ იმის ხარჯზე, რომ შეკითხვებს სვამენ აბა რამენ გოლს გაიტანს კვარა, აბა ჰეთრიკი და პოკერი...
კარგით რა, საზღვარი აქვს ყველაფერს.
უბრალო გამხნევებას რა უდგას წინ.
ნერვებს მიშლის ეგ ფეისბუქ გვერდები, უკვე ყველას ანლაიქს ვაძლევ. ხვიჩა რომ არა ერთ პოსტსაც არ დაულაიქებდათ არავინ და მოძებნეს თემა
Winter
15 აგვისტო 2022 19:12
0
მთავარია არ მიიღოს ტრავმები დანარჩენის მჯერა, ბოლომდე მონდომებით თამაშობს და სიზარმაცეს ან თამაშის დაკიდებას მისგან ვერ ნახავთ. აგერ სამგურალთან და ბოლნისის სიონთან თამაშობდა ბოლომდე თავგანწირვით, თანაც ისეთ მინდვრებზე, რომ ადვილად შეიძლებოდა ისეთი ტრავმა მიეღო, მისი კარიერა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო.
მარტო უხეში თამაშის მეშინია მის წინააღმდეგ.
ბევრჯერ აქვს დამტკიცებული, როგორ თამაშობს მაღალი დონის მცველების წინააღმდეგ ,თუ არ იუხეშებენ.
Winter
15 აგვისტო 2022 16:32
0
მიდი კვარა არ ინერვიულო ძმაო უბრალოდ მიყევი თამაშს ყველაფერი კარგათ იქნება. გაილაღე და შეუბერე როგორც გჩვევია. მთელი საქართველო შენ გვერდით არის
გიორგი
15 აგვისტო 2022 16:12
1
ხვიჩა მარტო შეჭანს ვერონას, 3 ბურთს გაუტანს, პირველ ტაიმში ერთს, მეორეში - ორს!!!
მელქისედეკი
15 აგვისტო 2022 14:48
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული