კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში“ „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონას“ 5:2 სძლია.

ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ მატჩში დებიუტს ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და მან იმედები გაგვიმართლა.

მასპინძელთა კლუბში შეხვედრის წინ სკანდალური ჩხუბი მოხდა მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა. „ნაპოლიმ“ წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ურიგოდ არ ჩაატარა და ქართველმა თავი გამოიჩინა - 6 არასრულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, ოსიმენმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, ანგისას
დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას დაწინაურდნენ. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ჯერ კარს ოდნავ ააცილა ბურთი, მერე მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული, 37-ე წუთზე კი თავურით ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კვარას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება დი ლორენცომ შეუცვალა და ოსიმენმა ნეაპოლელები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ „ვერონამ“ ისევ გაათანაბრა ანგარიში, მერე ხვიჩამ ბურთზე ერთი შეხებით გაკეთებული პასით ზელინსკი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მესამედ დალაშქრა მონტიპოს კარი. 65-ე წუთზე ლობოტკამ ჩინებული დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და 68-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია ელმასით შეცვალა. შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ 79 წუთზე კიდევ ერთი გაუტანა მოწინააღმდეგეს და „ნაპოლიმ“ სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

21 აგვისტოს, მეორე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ’ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 2:5
გოლები: 1:0 ლასანია (29), 1:1 კვარაცხელია (37), 1:2 ოსიმენი (45+3), 2:2 ანრი (48), 2:3 ზელინსკი (55), 2:4 ლობოტკა (65), 2:5 პოლიტანო (79)

მკითხველის კომენტარები / 50 /
გავლენის მოხდენა კიდევ უფრო მომატებას ნიშნავს და უნდა მოუმატოს ქართველ გულშემატკივრებს მისი გვჯერავს და პატივს ვცემთ.
გიო9
16 აგვისტო 2022 22:58
0
ვანო მაპატიე, დისლაიქზე დამეჭირა
777
16 აგვისტო 2022 09:05
0
ხვიჩას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=61jmpBFkHVI
ქ. გ.
16 აგვისტო 2022 08:37
0
მჯეროდა რომ გოლს გაიტანდა! გილოცავ ხვიჩა! კიდევ ველოდებით გოლებს! ეს ბიჭი თავის თამაშით ავადმყოფებსაც გამოაჯანმრთელებს! )
დავით 67
16 აგვისტო 2022 03:06
0
მაშ ასე, "კვარა-შოუ"-ს სეზონი იტალიაში გაიხსნა! შენ გენაცვალე ხვიჩა, რომ ასე გაგვახარე. გოლი + ასისტი - ასეთ დებიუტს ბევრი ინატრებდა. მჯერა რომ ამ სეზონში სერია ა-ში მინიმუმ 10 გოლს გაიტან და ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლებ გოლ(ებ)ის გატანას. ღმერთი შენსკენ, წარმატებები!
fani
16 აგვისტო 2022 01:48
0
მილიონი სტატია გაქვთ გამოქვეყნებული სადაც უკრები პუტინ ხ..ლოს გაყვირიან და მე რატომ არ მიქვეყნებთ კომენტარს სადაც სანაიას ვახ..ლოს ვუწოდებ? თუ შეიძლება განმარტეთ ბატონებო.
Sportall
16 აგვისტო 2022 01:13
14
მსგავსი შინაარსის ჩემი კომენტარიც არ გამოაქვეყნა სპორტალმა, არაუშავს. ვახო სანაია, ბაბუცა პატარაია, გიგა მარქარიან (მაქარაშვილიო ვითომ) მიშა მშვილდაძე, ნიკა გვარამია და სხვა უსამშობლო ქვეყნის მოძულეებ გამარჯობა! კიდევ ბევჯერ მოგიკითხავთ ხვიჩას და ლაშა ტალახაძის კარგი შედეგების დადგომისთანავე!!! :)))))))
lebron
16 აგვისტო 2022 10:30
4
სასწაული ემოცია მაქვს. რამდენჯერ ყოფილა სულ მარტო რომ ვიცავდი აქ ჰეითერებისგან და რამდენ ბოროტებას და ცილისწამებას წერდნენ მასზე. სულ ვიძახდი, ახლა დაუდექით გვერდით თორე გოლებს რომ გაიტანს და მთელი ქვეყანა აყიჟინდება, მერე ვის რაში ჭირდებითთქო :))
ხოდა ახლა რამდენია იმათგან, ვინც მაშინ აგინებდა და ახლა ტაშს უკრავს, ვინიცის...
მთავარია ხვიჩა არის საოცრება და მის ნამდვილ გულშემატკივრებს კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
ყველას გილოცავთ, ვისაც გულით გაგიხარდათ
Skeleton
16 აგვისტო 2022 00:41
1
თავისი კარიერის განმავლობაში (და იმედია მისი კარიერა ხანგრძლივი და წარმატებული იქნება) რამდენჯერაც ხვიჩა გოლს გაიტანს, საგოლე პასს გააკეთებს, ნებისმიერი ფორმით საუკეთესოდ დაასახელებენ ან უბრალოდ ერთერთი საუკეთესო იქნება,იმდენჯერ "მოვუკითხავ" ჯიშსა და ჯილაგს ყველას,. ვინც საქართველოს, ქართველ ერს, საქართველოსთვის მოღვაწე სპორტსმენებს და ყველაფერს ქართულს ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს!!!
შენს აღმზრდელ მშობლებს ვენაცვალე ხვიჩა კვარაცხელია, დაილოცოს შენი ჯიში და ჯილაგი, გენაცვალე მაგ ქართულ სულში და გულში, ჯანმრთელობას სიხარულს და ბედნიერებას გისურვებ, მადლობა სიხარულისთვის, ყველა სანუკვარი სურვილი აგსრულებოდეს ცხოვრებაში!!!
მადლობა ყველა სპორტსმენს, ვინც საქართველოს სახელისა და დიდებისთვის იღწვის!!!
დიდება ჩვენს სამშობლოს!!!
დიდება საქართველოს!!!
შალვა 73
16 აგვისტო 2022 00:24
0
გულით მიმდა მივულოცო ხვიჩას, მაგრამ ის საგოლე პასი ოფსაიდი იყო
ვახო სანაიაძე
16 აგვისტო 2022 00:20
66
ყოჩაღ სოსო! მხოლოდ შენ მიხვდი, ვისაც გადავცხე ჩემი კომენტარით. სხვებმა ამომავსეს დისლაიქებით. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა დისლაიქი მახარებს ))
ვახო სანაიაძე
16 აგვისტო 2022 12:20
2
ჟორა ხვედელიძეს.ვახო სანაიაძეო,სახელისა და გვარის ნაცვლად უწერია და ამით გასაგები ხდება,ვის გადაჰკრა მათრახი.ნუ გავუფუჭებთ ერთმანეთს განწყობას და სიხარულს.მაგ პოსტის ავტორს,ამდენი დისლაიქებიც ვერ გაუფუჭებს გუნებას,რადგან დარწმუნებული ვარ,ჩვენსავით უხარია,ხვიჩას გამარჯვება.ისე,მართლაც გენიალური პასი გაუშვა, ერთი შეხებით.ჩემთვის გოლზე უფრო მაგარი,ეს პასი იყო.
სოსო
16 აგვისტო 2022 11:03
1
ყველა გამოხმაურება
დადეთ რა გულშემატკივრების გამოხმაურება ვინ როგორ შეაფასა და რას წერენ კვარაზე
რაბუ
16 აგვისტო 2022 00:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული