სპალეტი: კვარაცხელია უფრო უკეთესი გახდება - რატომ შევცვალე?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ვერონასთან" მოგებულ მატჩში (5:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"მე ვნახე მტკიცე ხასიათის გუნდი და ძალიან მინდოდა სეზონის მაქსიმალური შედეგით დაწყება. როდესაც თამაშს წარვმართავთ, ტემპის მომატება გვჭირდება, რათა წინ წავიწიოთ და უპირატესობა გამოვიყენოთ.

ლობოტკა დღეს ინსინიესავით მოქმედებდა, საოცრად ითამაშა და სახელმძღვანელო გოლი გაიტანა. იგივე ითქმის ზელინსკიზე. მან გოლი 50-მეტრიანი დრიბლინგიდან გაიტანა. მთელი გუნდი ბრწყინვალედ გაისარჯა.

კვარამ თავისი კლასი გვაჩვენა, თუმცა პირველ
ტაიმში მეტად შეეძლო თამაშზე გავლენის მოხდენა. სრულყოფილი ფეხბურთელია, შესანიშნვად იასპარეზა და უნდა გითხრათ, ისიც აღელვებული იყო. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

ჩინებული შემოქმედებითი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ვულოცავ ბიჭებს, მათი მადლობელი ვარ, იცოდნენ, საუკეთესოდ როგორ უნდა ეთამაშათ. მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ.

ლამაზი გოლები გავიტანეთ, მოედანზე ხარისხი და ინდივიდუალიზმი დავინახე. ამ ბიჭების მჯერა და მშვიდად ვარ. თუ ისევე როგორც დღეს, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, შეგვიძლია ვიმხიარულოთ. ნეაპოლელებმა იციან, ამ გუნდის მაისურს აწერია სიტყვა - "ვნება", - ციტირებს სპალეტის კლუბის საიტი.

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდებული ტექნიკის მქონე ქართველს კუნთი დაეჭიმა და ამიტომ შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდიიი ხვიჩიკოოო! არ გაჩერდე! მაკედონიასთან მაგარ ფორმაში უნდა იყო!
Vasili
16 აგვისტო 2022 13:41
0
ხვიჩა! ძალიან გაგვახარე შენი ლამაზი დებიუტით, ასე გააგრძელე და საუკეთესო შედეგიც არ დააყოვნებს! ხვიჩა, ღმერთმა გაშოროს ტრამვები! თავს გაუფრთხილდი!
ნონა
16 აგვისტო 2022 09:56
1
ეს ერთი დიზლაიქი, ნამდვილად ვახახუნა სანაიამ დაატყაპუნა.
გიგა
16 აგვისტო 2022 11:02
3
ჩვენი ახლობელი, ქართველი კაცი რამდენიმე წელია, ნეაპოლში ცხოვრობს.
ეხლა ვესაუბრე და მითხრა, ბოლო ხანს ადგილობრივები ქართველებს განსაკუთრებული პატივისცემით გვეპყრობიანო. მისი ერთი მეგობრისთვის იტალიელს ხელფასიც კი გაუზრდია. კვარას გამო, რა თქმა უნდა.
გაიხარე, ჩვენო საამაყო ბიჭო!
ILIA
16 აგვისტო 2022 09:45
1
შენ ვინც დისლაიქი დაგიწერა ხო ხვდები რასაც ვუსურვებ :))) ტიპებს ხელფასი აქვთ მემგონი დისლაიქებზე :))
გიორგი
16 აგვისტო 2022 14:11
1
ხვიჩას ვულოცავ სეზონის წარმატებით დაწყებას.გოლი+საგოლე გადაცემა პირველივე თამაშზე ფანტასტიკურია,ბრავოოო.ასე გააგრძელე ჩვენო კარგო ადამიანო.
თხოვნა იქნება ყველას მიმართ,არ გავბეროთ ჩვენი ბიჭი უაზრო შედარებებით.მაგის დროც მოვა.წარმატებები ხვიჩას და ყველა ჩვენს ლეგიონერს.
ნიკა
16 აგვისტო 2022 08:23
0
იდეალური სტარტი იყო. დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი დაიწყებს ფულის დაზოგვას რომ ნეაპოლში წავიდეს ხვიჩას თამაშზე. მაგრამ ეხლა ხვიჩასთან ერთად ისევ მიწაზე უნდა დავეშვათ,პირველ რიგში ჟურნალისტები, არ არის საჭირო სტატიები "ქართველი მესი" სათაურებით საჭირო.დარწმუნებული ვარ ხვიჩა პირველი ჩამოვა მიწაზე და უკვე მომდევნო თამაშისთვის მოემზადება. შემდეგი თამაშისთვის ვემზადებით ყველა ერთად,პროფესიონალურად :-)
საქართველო
16 აგვისტო 2022 07:10
2
მოვიკითხავ ყველა დისლაიქის ავტორს, ქე მიხვდებით რაფერაც.....
ვასილიჩი
16 აგვისტო 2022 13:42
1
გენაცვალე ხვიჩა,
ავიმუსაიფი
16 აგვისტო 2022 01:39
0
ბავშვობიდან ვარ მილანის გულშემატკივარი. 21 წელია მილანს ვგულშემატკივრობ და წინა სეზონის ჩემპიონობა გამისწორდა მაგრად. ხვიჩა მეგობარო ისეთი რამ გააკეთე დღეს შენ რომ ამ სეზონში რომ ჩემპიონები გახდეთ უფრო მაგარი გამისწორდება. ღმერთი შენსკენ მასე გააგრძელე შენ გენაცვალე. სიტყვები არ მყოფნის. მეორე თამაშში უარესები გააკეთე და თან მეზობლები მიჩივლებენ ან გამასახლებენ აქედან (ავიტან ორივეს) :დ
roma bejanidze
16 აგვისტო 2022 01:11
1
კვარა, არ გაჩერდე,სლუცკის სიტყვები მახსენდება შენზე ,"ამ ბიჭს ზედა ზღვარი არა აქვსო. მასე გააგრძელე შენ თავზე მუშაობა, შენ ფეხბურთს და საქართველოს ეკუთვნი, " გვატრიპაჩე" კარგი გაგებით, მთელი საქართველო ნაპოლის გულშემატკივარი გახდა ,გენაცვალე სულში....................
საბურთალო
16 აგვისტო 2022 00:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული