"მაგიური 77" - "ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩას დებიუტს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია გულშემატკივრების გახარებას აგრძელებს. ქართველმა გარემარბმა "ვერონას" წინააღმდეგ (5:2) თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნეაპოლურმა პუბლიკამ "კვარა" უკვე შეიყვარა. გთავაზობთ "ნაპოლის" გულშემატკივრების კომენტარებს:

"საუკეთესო ბიჭი, ასე გააგრძელე"

"დიდებული ხარ, ძალიან გაგვახარე"

"მაგიური 77"

"მაინც ვაგრძელებთ პიცის ცხობას ნეაპოლში? დღეიდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა"

"კვარადონა!"

"ასე გააგრძელე, ჩვენ შენს გვერდით ვართ"

"ამ ბიჭის შესახებ 2 წელზე მეტია ვსაუბრობ, ახლა კი გოლების გატანა ჩემი გუნდისთვის დაიწყო"

"საოცარი დებიუტი, მადლობა "კვარა"!

"დიდებული ტალანტი და დიდებული თამაშის შეგრძნება, "კვარამარადონა"

"ყოჩაღ დე ლაურენტისს, "კვარას"
სახით იდეალური შევსება მივიღეთ"

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მორიგ მატჩს 21 აგვისტოს, "მონცას" წინააღმდეგ საშინაო კედლებში გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ის რა ჯიგარია ხაჭაპურის ცხობას დავიწყებთო)) კვარა შენ ხარ ჩვენი გამაბედნიერებელი
Fru
17 აგვისტო 2022 11:43
0
აუ ის ერთი, 2 წელია ევროპისთვი უცხო ფეხბურთელზე რო ლაპარაკობს და უცებ მისი ქალაქის გუნდში რო ფეთქდება სადებიუტო თამაშში, წარმოვიდგინე ეს კაიფი და ტანში გამცრა სიამაყისგან და სიამოვნებისგან
რა მაფიაა
17 აგვისტო 2022 01:50
0
მეც დავამატებ

ხვიჩა დონჩიჩ ან ლუკა კვარაცხელია :)
ზვიადი
16 აგვისტო 2022 19:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული