Daily Mail: "სკუნიცო კვარა" ქარიშხალია - უკვე მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი ღირს

AutoSharing Option
სერია A-ს პირველი ტური პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა "დეილი მეილმა" მიმოიხილა და სტატიის ავტორმა ალვიზე კანიაცომ 10 ყველაზე ღირსშესანიშნავ მოვლენას შორის "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დიდებული დებიუტი მიიჩნია:

"სკუნიცო კვარა" "ნაპოლის" სკაუტების წარმატებულ მუშაობას ამტკიცებს

"აღმოაჩინა რა თავისთვის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, "ნაპოლი" გვეუბნება, რომ ტოპ-მოთამაშეები ყოველთვის არ უნდა იყვნენ ძალიან მაღალი ფასის. განსაკუთრებული მონაცემები და დრიბლინგი მას სერია A-ს ყველაზე იაფ შენაძენად აქცევს.

21 წლის წვერებიანი მოზარდის სახის ფეხბურთელი - ეს ქარიშხალია, რომელიც იტალიურ ტოპ-ლიგაში ხვიჩას ადაპტირების შესაძლებლობების ეჭვებს ფანტავს. ორშაბათს
თავისი გუნდის პირველი გოლი გაიტანა, სტუმრად "ვერონასთან" დომინირებდნენ და 5:2 გაიმარჯვეს.

"სკუნიცო კვარა", რაც ითარგმნება, როგორც "ბიჭუნა კვარა" - მისი გარეგნობის გამო. ქართველს უკვე აღმერთებენ ნეაპოლელი გულშემატკივრები და მისი ადგილი ლუჩანო სპალეტის თავდამსხმელთა ტრიოში ირვინგ ლოზანოსთან და ვიქტორ ოსიმენთან ერთად უსაფრთხოდ მოჩანს.

ტოსკანელი მწვრთნელის ხელში კვარაცხელიას კიდევ უფრო მეტად სრულყოფა ძალუძს და იმის დემონსტრირება შეუძლია, როგორ უნდა მოახერხონ სკაუტებმა კლუბისთვის ფინანსური ზიანის მიყენების გარეშე გუნდის გაძლიერება. ახლა "ნაპოლის" ძალიან თავდაჯერებულად მომავალის იმედი აქვს.

და სხავთა შორის, ნებისმიერს, ვისაც ქართველის შეძენის სურვილი გაუჩნდება, რომლის ტრანსფერი ივლისში დაახლოებით 9 მილიონ ფუნტი დაუჯდათ, დღეს უკვე მინიმუმ 25 მილიონის გადახდა მოუწევს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
სანაია, აბა ეხლა გააღე პირი და თქვა ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
მამუკა
17 აგვისტო 2022 00:34
4
აქ რა მოსატანია მაგრამ ხოჭოლავას და ლოჩოშვილის დუეტი დაცვაში მგონია იდეალური ვარიანტი სამომავლოდ
რაბუ
17 აგვისტო 2022 00:00
1
ეგრეც მოუწევს, კაშიას გარეშე ცოტა მეშინია უკანა ხაზის, მარა ვცდები იმედია...
რა მაფიაა
17 აგვისტო 2022 01:58
0
შენ გენაცვალე კვარა! მაგარი კაცი ხარ. უფალი გფარავდეს. გვახარებ და გვაბედნიერებ მთელს ერს! გვეამაყები! წინ კვარა!
ირაკლი
16 აგვისტო 2022 20:59
1
მიხარია ამ ბიჭის წარმატებები და უფრო მეტად .იხარია რომ ამ სიხარულს ყველა ერთად ვიზიარებთ. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ასე რომ გვახარებს ამდენ ხალხს, ამისათვის ვთხოვ უფალს რომ დაიფაროს პრობლემებისგან, მხოლოდ წინ და გამარჯვებები ჩვენო სიამაყევ!
Bs
16 აგვისტო 2022 20:12
0
ხვიჩა, დინჯად გააგრძელე გზა, არც თავში აგივარდეს, არც ქებამ გაწყინოს.
იწვალე, იშრომე, ოფლი ღვარე, ვარჯიშის შემდეგ დახვეწე სუსტი წერტილები .
შრომა აუცილებლად დაგიფასდება, ერთადერთი რაც უეჭველი ჭეშმარიტებაა ჩვენს სამყაროში. დანარჩენი მხოლოდ დროის ამბავია და ყველაფერი დაგიფასდება.
ასევე, პატარები გიყურებენ, მომავალი თაობა, ბავშვები, რომლებსაც დიდებისგან ესმით შენი და კიდევ სხვა ქართველი და მართლაც დასაფასებელი
ბიჭების გვარები, რომლებიც მათი სათაყვანოები არიან. სულ ვერ იქნება ესეთი ჭაობი ლოკალურ ფეხბურთში, იმედით უნდა ვუყუროთ მომავალს.
სწორება ჩვენს ბიჭებზე უნდა იყოს და არა უცხოელებზე.
რა თქმა უნდა მიხარია (გვიხარია), ნეაპოლელების დადებითი შეფასებები და მჯერა, რომ ყოველი ტურის მერე უფრო მეტად და მეტს მოაჯადოვებ შენი ადამიანობით.
ლევანი
16 აგვისტო 2022 19:58
1
Cautiously optimistic. That's all I can say for now.
odala
16 აგვისტო 2022 18:42
5
რა დიდი წარმატებაა! ცოტა ხნის წინ მხოლოდ საქმეში ჩახედულებს შეეძლოთ ამის წარმოდგენა. წინ და მარტო წინ, კვარა!
გიორგი
16 აგვისტო 2022 18:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული