"მიხარია რომ გაგიცანი" - სერია "ა" ხვიჩას მიესალმება

AutoSharing Option
იტალიის სერია "ა"-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და საგოლე პასს განსაკუთრებული პოსტი მიუძღვნა და "ნაპოლის" ქართველი შემტევის შედეგიან მოქმედებებს "კვარაცგოლია" და "კვარასისტია" გვართან მიამრთებით უწოდა, შემდეგ კი 4 წარმატებული დებიუტანტის შესახებ დაწერა - "მიხარია რომ გაგიცანი" - ფეხბურთელების, რომლებიც იტალიის მთავარ ლიგაში პირველად თამაშობენ - ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია, ლუკა იოვიჩი და ჩარლს დე კეტელაარი.

Sportall.Ge

ხვიჩას მსგავსად, არგენტინელმა დი მარიამაც "იუვენტუსში" სეზონი გოლითა და საგოლე პასით დაიწყო, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა, სერბმა იოვიჩმა "ფიორენტინას" გამარჯვებაში მეტოქის კარის აღებით
დიდი წვლილი შეიტანა, ბელგიელმა ნახევარმცველმა დე კეტელაარმა კი "მილანს" 3 ქულის მოპოვებაში დასკვნით 20 წუთში შეეშველა.

WhoScored-მა ხვიჩა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, შეფასება - 7.7. "ნაპოლი" მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "მონცას" უმასპინძლებს.

altDaily Mail: "სკუნიცო კვარა" ქარიშხალია - უკვე მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი ღირს

altკვარაცხელიას გოლს უეფას ჩემპიონთა ლიგა გამოეხმაურა - საერთო ნეიმართან, დემბელესა და მუსაილასთან

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ისეთი ემოციაა, საერთოდ აღარ გახსოვს ოპონენტი და მოწინააღმდეგე იდეოლოგიის ხალხი, ეს ემოცია ყველას აერთიანებს. ხვიჩას ადრე ვინც აკრიტიკებდა, ყველას გვერდები ჩამოვიარე და ყველა ბედნიერია ახლა,( ნუ იმ იშვიათ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ რათქმაუნდა).
რეალურად ეს რაც ხდება ყველას გვინდოდა და გვიყვარს, გვენატრება, ასეთი საერთო სიხარული, ერთმანეთს ეხუტება უცნობი ხალხი, როცა გოლი გადის, ამას მარტო ფეხბურთის მოყვარული ადამიანი იგრძნობს რას ნიშნავს. ამ ემოციის მოტანა მარტო ფეხბურთს შეუძლია.
აღარაა საჭირო ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკები, აი შენ ადრე ასე რომ ამბობდი და ახლა ისე რომ ამბობთქო :)
იმხელა ემოციამ ამოხეთქა გუშინ ყველანაირი იდეოლოგიის ადამიანში, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ამას.
ადრე მაგრად ვბრაზდებოდი ხვიჩას ვინც გააკრიტიკებდა და მომავალშიც გავბრაზდები, მარა ეს სიხარული იმდენად საერთოა და იმდენად ჩვენია, სისულელეა ერთმანეთს ადრე ნათქვამ სიტყვებში ვსდიოთ.
თვითონ ხვიჩამ თქვა, ყველას შეუძლია ყველაფერი თქვასო და ამაში პრობლემას ვერ ვხედავო, ასე მხოლოდ პროფესიონალები ფიქრობენ, იმიტომ ვაფასებ ყველა სხვა სპორტსმენზე მეტად. იმდენად საოცარი ადამიანია, ერთი საპასუხო რეაქციაც არსად დაუფიქსირებია კრიტიკაზე. ორმაგად დავაფასე ამის გამო.
სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის ინტერვიუს ვუსმინე დღეს, სადაც ლამის ქურდული გარჩევები მოუწყო ჟურნალისტებს, რასქვია გაგვაკრიტიკეთო, და შემრცხვა რასაც ქვია, იჯდა ეთერში და ცენზურას უწესებდა წამყვანებს, გამოვშტერდი :(
ისწავლოს ამ პატარა ბიჭისგან ყველამ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, როგორ უნდა იღებდეს კრიტიკას, თუნდაც დაუმსახურებელს და არ ეჭიჭყინებოდეს ჟურნალისტებს თუ მაყურებელს გაბრაზებული ან ნიშნისმოგებით, აი მე რა მაგარი ვარ და თქვენ არაფერი გაგეგებათო.
დიდი ადამიანი იქ მთავრდება,სადაც კრიტიკას აგრესიულად უპასუხებს და თავისი უპირატესობის დამტკიცება დასჭირდება.
"მე სახალხო არტისტი ვარ და შე არავინო", ამ ნარატივს რომ გამიჟღერებს ჩემი კუმირი, იქ მთავრდება უკვე მისი დიდება.


Spain
16 აგვისტო 2022 23:41
5
ლებრონასთან გინდა შენ ერთი დღე ერთად ოთახში
#
18 აგვისტო 2022 07:13
1
სანაიას და მაქარას არაფერი მაგრამ შუბლაძემ საქებარი პოსტი მიუძღვნა ხვიჩას :) ყველას ვაკვირდები და მიხარია რომ მერე უკან მიაქვთ ხოლმე თავიანთი მწარე ნათქვამები.
რათქმაუნდა არის ხალხი ვისაც არ უხარია, მაგიტომ დავწერე ფრჩხილებში, იმათ არ ვგულისხმობთქო, მაგრამ ადეკვატურად ვინც აზროვნებს, თუნდაც იმ კრიტიკოსებიდან, ვინც ხვიჩას იქედან წამოსვლას თხოვდა და ცოტას საყვედურობდა, ყველას უხარია.
ხალხს ცრემლები მოსდიოდა ხვიჩას გოლზე და ეს ემოცია რუსეთში გატანილზე ვერ გვექნებოდა ფაქტია.
მოკლედ უზომოდ მიყვარს ხვიჩა და გოლს რომ იტანს მგონია, მთელი საქართველო მიყვარს, მიუხედავად ბევრი ცუდისა, რაც გვაქვს. მთელი ერის გამაერთიანებელი ძალა აქვს ფეხბურთს და საყვარელი ფეხბურთელის გოლს.
ნეტა კიდე ბევრჯერ გვქონდეს ეგ მომენტი
Spain
17 აგვისტო 2022 19:25
0
ყველა გამოხმაურება
ფორცა ხვიჩა კვარა კოჩი - შენ ხარ იტალიაში ჩვენი ყოჩი!
ვაჟა მასწავლებელი
16 აგვისტო 2022 23:04
2
გენაცვალე კვარა.შენ იტალია აალაპარაკე. არ უნდა გაჩერდე. თამასა დაბლა არ დაწიო. წინ იყურე.
პ.ს.მგონი იტალიელები ჩვენზე მეტად აღფრთოვანდნენ.
roma bejanidze
16 აგვისტო 2022 21:46
3
ლაიქს ვწერდი და შემთხვევით დისლაიქს დავაჭირე უკაცრავად
ბოდიშს ვიხდი
16 აგვისტო 2022 23:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული