"მანჩესტერი" დე ხეას შემცვლელს ეძებს და სასწრაფოდ მამარდაშვილს დაუკავშირდა - რამდენად რეალურია ტრანსფერი?

AutoSharing Option
Thethaovanhoa "მარკაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ პრემიერლიგაზე "ბრენტფორდთან" 0:4 წაგების შემდეგ, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა მეკარე დავიდ დე ხეას თამაშით უკმაყოფილო დარჩა, იძულებულია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელი მოძებნოს და უკვე დაუკავშირდა "ვალენსიას" გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს.

"ღამურებში" 2021 წელს გადასული 21 წლის მამარდაშვილის თამაში ძალიან შთამბეჭდავია. "მანჩესტერს" შეიძლება "ვალენსიას" დასაყოლიებლად ტრანსფერი 35-40 მილიონი ფუნტი დაუჯდეს.

მამარდაშვილის სიმაღლე 199 სანტიმეტრია და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი კერპი მანუელ ნოიერია და ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველს ტიბო კურტუას მსგავსი უნარები გააჩნია.

სიმაღლ
ის გარდა ის ბელგიის ნაკრების ვარსკვლავის მსგავსად ცაციაა. სიმაღლის მიუხედავად მამარდაშვილი ფეხით კარგად თამაშობს".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის სამსახურით "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ამ ეტაპზე ის გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

altმამარდაშვილმა ესპანურ პრესასთან პრემიერ ლიგის გუნდებიდან ინტერესზე, თავის მომავალსა და მიზნებზე ისაუბრა

altმამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

altრა საერთო ექნებათ მამარდაშვილს, ნანისა და მატას? - მანჩესტერული მედია მსჯელობს

altმამარდაშვილი ტენ ჰაგის სიაშია - "იუნაიტედის" ახალ მწვრთნელს ქართველი მეკარის დამატება პირადად სურს

altAS: "მანჩესტერ იუნაიტედი" მამარდაშვილით დაინტერესდა

მკითხველის კომენტარები / 10 /
არავითარი მანჩესტერი! კლუბში არეული სიტუაციაა, დიდი შანსია მფლობელები შეიცვალოს, ამას მოყვება სტაფის შეცვლაც და არავინ იცის რა მოხდება, თან ჰენდერსონს სერიოზული პრეტენზია აქვს პირველობაზე. ლა ლიგაში ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში ნომერი პირველია და ამ ეტაპზე სრულიად მისაღებია. წარმატებები გიორგის!
LIVERPOOL
17 აგვისტო 2022 11:54
0
40 მილიონს მეორე მეკარეში არავინ გადაიხდის სადაც ვინმე ცუდად თამაშობს ყველას შემცვლელი ქართველია კარგათ იყიდება საქართველოსი ესეთი ინფოები
ნოდო
17 აგვისტო 2022 10:33
0
ძირითადში თამაშის გარანტია თუ ექნება რატომ არ უნდა გდავიდეს? ასეთი შანსი ცხოვრებაში შეიძლება ერთხელ მიეცეს ადამიანს.
ნიკა
17 აგვისტო 2022 09:18
2
რატო მიეცემა ერთხელ ესეთი შანსი? გააგრძელებს ესე და კიდე მოუმატებს და არერთი ექნება მომავალში, ჩემი აზრით მიმიმუმ ორი წრილი უნდა ადრჩეს კიდე.
gionat
17 აგვისტო 2022 10:30
1
არსად არ უნდა წავიდეს ძალიან კარგ და გუნდსა და ჩემპიონატშია მოხვედრილი.
qomagi
17 აგვისტო 2022 02:28
1
ძაან კაი ბიჭია მამარდა, მარა ეს ზღაპრები უნდა დასრულდეს. ჯერ ერთი ტიპი ნომერი 1-ა ვალენსიაში, ლეგენდარულ გუნდში, ტოპ ლიგაში. მეორეც, მანჩესტერს ჰყავს დინ ჰენდერსონი, რომელსაც სასწაული სეზონი აქვს ჩატარებული შეფილდში - პრემიერ ლიგაში და ახლა ისევ კარგად დაიწყო ნოტინგემში. ანუ ნიჭიერია, მანჩეესტერის აღზრდილია, ინგლისელია და პრემიერ ლიგის გამცდილებაც აქვს. ნაკრებშიც კია გამოძახებული ინგლისის. და ბარემ მაგას წამოიყვანენ ნოტინგემიდან.
karoche
17 აგვისტო 2022 02:22
1
დე ხეამ ისეთი გოლი გაუშვა....
ილია
17 აგვისტო 2022 02:21
1
დარჩეს სადაც არი დეხეას ერთი შეცდომის გამო არავინ დასვამს სკამზე მეორე მეკარეობა რეგრესი ექნება კარიერაში მად კიდე დასამტკიცებელი აქვს პირველი ნომრობა რაც მიიღო სილესენის წასვლით ეს სეზონი ჩაატაროს მაგრად სადაც გადავე მერე პირველი იქნება უკვე
Soso
17 აგვისტო 2022 01:46
0
არა რა ეს იმიჯი ამ ბიჭს აშკარად არ უხდება.
ფფფ
17 აგვისტო 2022 01:03
21
ძირითად მეკარედ კი ბატონო, დუბლიორად არა რათქმა უნდა.
ეეე
17 აგვისტო 2022 00:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული