ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo Tv-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთლმა ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ლორენცო ინსინიე შეადარა, იტალიელმა "კვარას" ბრილიანტი უწოდა.

"სპალეტი ნამდვილად გენიოსია, მან დაკარგა ისეთი ფეხბურთელები როგორებიც კალიდუ კულიბალი, ლორენცო ინსინიე, ფაბიან რუიზი და დრის მერტენსი არიან, კლუბში კვლავ არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც დარჩენა არ სურთ, უბრალოდ არ მესმის, როგორ ახერხებენ "ლურჯები ასე კარგად თამაშს. წელს "ნაპოლი" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია.

კვარაცხელიასა და ინსინიეს შორის განსხვავებაზე

რა თქმა უნდა, ორ სრულიად განსხვავებულ მოთამაშეზე
ვსაუბრობთ, ინსინიე ხშირად დაცვას ეხმარებოდა, რაც შეეხება ქართველს, ხვიჩა პრაქტიკულად თავდამსხმელი და მეორე ფორვარდია. "ვერონასთან" თავური დარტყმით გატანილი გოლი აჩვენებს, რომ ეს ბიჭი ბრილიანტია.

ანტონიო კასანოს თავის დროზე მადრიდის "რეალში", "რომაში", "ინტერსა" და "მილანში" უთამაშია.

altკვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის სიმბოლურშია!

altსაქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები - თავმდაბალი ხვიჩა ვარსკვლავობის გზაზე

ასევე დაგაინტერესებთ