ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი შემტევი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგის ბინადარ "პანეტოლიკოსში" განაგრძობს.

ჩვენებური ამჟამად ბელგიური "ლეუვენში" ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი ის გუნდის განაცხადში არ გამოჩენილა.

შენგელიას წარდგენას ახალ გუნდში უახლოეს დღეებში ელიან. "პანეტოლიკოსმა" გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერ ლიგაში მე–9 ადგილი დაიკავა, ახალ სეზონს კი 20 აგვისტოს "პაოკთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს.