ოფიციალურად - ლევან შენგელია ბერძნულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ლევან შენგელია ბელგიური "ლეუვენიდან" საბერძნეთის სუპერლიგის "პანეტოლიკოსში" გადავიდა.

ბერძნული კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველმა "ლეუვენთან" გუშინ კონტრაქტი გაწყვიტა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

შენგელია ადრე "დილაში", "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", "ტუბიცეში", "დაეჯონში", თბილისის "დინამოსა" და "კონიასპორში" თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრების ღირსება 10 მატჩში დაიცვა.

"პანეტოლიკოსმა" სუპერლიგაში დარჩენა შეძლო და 20 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში, სალონიკში პაოკ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია ძალიან, 3-4 ქვეყანა დარჩა და ევროპა სრულად ექნება დათვარიელებული!!!
!!!
18 აგვისტო 2022 15:47
0
საღილ ძმაო ყველაზე ჭკვუანი ფეხბურთელი საქართველოში
sagol
18 აგვისტო 2022 01:06
3
ეს მაგარი ჭკვიანი ბიჭია, ევროპას ათვალიერებს სხვისი ხარჯებით.
გიორგი
18 აგვისტო 2022 00:14
1
ესეც დადის ცარიელი ტაქსივით..
მადრიდისტი
17 აგვისტო 2022 22:41
2
წარმატებები! კარგი ფეხბუღთელია! მჯერა რომ მეტს იმსახურებს!
ირაკლი
17 აგვისტო 2022 22:17
1

სიახლეები პოპულარული