დღეს კვარაცხელია "მარადონაზე" ითამაშებს, მამარდაშვილი - "სან მამესზე"

AutoSharing Option
იტალიასა და ესპანეთში ქართველი ლეგიონერების მორიგი მატჩებისთვის ვემზადებით. დღეს, 21 აგვისტოს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სილვიო ბერლუსკონისა და ადრიანო გალიანის (მძლავრი "მილანის" შემქმნელები) ახალ კლუბს, "მონცას" უმასპინძლებს, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" კი ბასკეთში "ბილბაოს" ესტუმრება. რაც შეეხება ლუკა ლოჩოშვილს, შესაძლოა, "კრემონეზეს" რიგებში ვიხილოთ.

კვარაცხელია "დიეგო მარადონას" პუბლიკის წინაშე პირველად წარსდგება. ქართველ შემტევს სერია "ა"-ში მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩას თამაშში სასტარტო მღელვარება მაინც შეინიშნებოდა, თორემ მას დრიბლინგებსა და ორთაბრძოლებში უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია."კვარას" წინააღმდეგ 2 მეტოქე
ფეხბურთელის ყურადღებას შევეჩვიეთ და
უახლოეს შეხვედრაშიც ასე უნდა იყოს, თანაც "მონცა" 3-5-2 ტაქტიკის მიმდევარია. ქართველის შეჩერებას ძირითადად, ბრაზილილი მარლონი ეცდება, რომელიც "ბარსელონადანაც" გვახსოვს.

"ნაპოლი" ჯოვანი სიმეონეთი გაძლიერდა, რაც გუნდში კონკურენციას გაზრდის, თუმცა ნიგერიელი ოსიმენი სასტარტოს მუდმივ წევრად უნდა დარჩეს.

თუკი ნეაპოლელებმა სერია "ა" გამარჯვებით ("ვერონასთან" 5:2) დაიწყეს, ახლადაღზებვებული "მონცა" "ტორინოსთან" (1:2) დამარცხდა. გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფორვარდი ანდრია პეტანიაა, რომელიც 2 სეზონის განმავლობაში "ნაპოლიში" თამაშობდა და მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს განხორციელდა.

შეხვედრა კვირას, 21 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება.

ამ მატჩამდე ზუსტად 1 საათით ადრე (19:30) კი გიორგი მამარდაშვილს "ვალენსიას" კარში ვიხილავთ. ჯენარო გატუზოს გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და ამ სვლის გაგრძელებას ეცდება. თავის მხვრივ, ბილბაოელებს სურთ, ზედიზედ მე-2 საშინაო მატჩში მაინც გაიმარჯვონ.

"ბილბაოს" კარს ესპანეთის ნაკრების მეკარე უნაი სიმონი იცავს, მათი მთავარი მწვრთნელი კი "ბარსელონას" ექსდამრიგებელი ერნესტო ვალვერდეა.

"სან მამესზე" საინტერესო თამაში უნდა ვიხილოთ. შეგახსენებთ, მამარდაშვილს 1-ელ ტურში "მშრალი" მატჩი ჰქონდა ("ჟირონასთან" 1:0).

altLiverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

altსაქართველოს თუ უკრაინის ნაკრების მეკარე? - "მანჩესტერი" არჩევანს გიორგისა და გეორგის შორის გააკეთებს?

altკვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
უდიდაში წარმატება ჩვენს ლომ ბიჭებს✊❤️
გომორძგუა მარგალეფც
21 აგვისტო 2022 14:17
1
უდიდაში წარმატება ჩვენს ლომ ბიჭებს✊❤️
გომორძგუა მარგალეფც
21 აგვისტო 2022 14:07
0
ამ სტატიის ავტორს ბარეღამ მარილიც მოეყარა- სად,რომელ არხზე ვუყუროთ ამ თამაშებს?
status quo
21 აგვისტო 2022 13:38
0
ნაპოლის ყველა თამაში ამ სეზონში სეტანტა სპორტ ერთზე იქნება. ვალენსია არ ვიცი
აკო
21 აგვისტო 2022 17:05
0
ეროვნულ ლიგაზე რატომ აღარ იდება პოსტები? გუშინ დინამო თბილისმა ითამაშა, დღეს დინამო ბათუმი თამაშობს. რატომ აღარ იწვევს ინტერესს? მხოლოდ ის სამი თვე გვაინტერესებდა და უკვე მორჩა რეიტინგი?
სადაც დავწერე კვარაცხელიას გამო მივიდა ხალხი სტადიონებზე და ეროვნული ლიგის დონემაც აიწია, რადგან ხვიჩას გვერდით უფრო მეტად ინდომებდა სხვებითქო, დამცინეს და გამომლანძღეს, მანამდეც დავდიოდით სტადიონებზე და მანამდეც მაგრად ვთამაშობდითო, რა შუაშია კვარაცხელიაო. ხოდა ზუსტად მაგის პასუხია რაც ხდება, წავიდა ხვიჩა და ოდნავ გამოცოცხლებული ქართული ფეხბურთი ისევ ჩაკვდა. სპორტული ჯგუფების ადმინებმა დაწერეს, გული აგვიცრუვდა ეროვნულ ლიგაზეო.
იმდენად შურდათ ხვიჩასი,რომ იმასაც კი არ აღიარებდნენ, რამხელათი მოუმატა დონე და რეიტინგი საქართველოს ჩემპიონატს.
თავმოყვარეობაზე ურტყამდათ ხვიჩას გამო მივედით სტადიონზეთქო რომ ვამბობდით.
შეხედონ ახლა რამდენი მიდის, რატომ თამაშობდა დინამო თბილისი ცარიელ სტადიონზე გუშინ და რატომ იყო 3 მაისს გადაჭედილი.
უბრალოდ ისწავლეთ ნიჭიერი ადამიანების დაფასება, შურის და ბოღმის გარეშე და აღიარება.
ნუ გიტყდებათ ვინმეზე კარგის თქმა.
წავიდა და ჩაკვდა ქართული ფეხბურთი.
საერთოდაც არ მიხარია და ნიშნისმოგებით არ ვამბობ, უბრალოდ როცა სიმართლეს ვამბობდი, არავის მოსწონდა მიმტკიცებდნენ, თითქოს ხვიჩა არაფერ შუაში იყო და ისედაც ივსებოდა სტადიონები. ტეხავს უბრალოდ!
Winter
21 აგვისტო 2022 13:36
2
მირჩიეთ, ძმურად სად ვუყურო კვარას?!
დათო
21 აგვისტო 2022 13:23
0
რატო უნდა ეწყინოს ? საქართველოს კარში კი არ გააქ გოლი თანაც ორს ვერ გაიტანს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 აგვისტო 2022 10:52
10
კალაძის ფეხსაცმლის მტვერიც არ ხარ
საცოდავს!
21 აგვისტო 2022 20:50
0
სად ვუყურო?
დათო
21 აგვისტო 2022 13:24
0
მამარდაშვილი მართლა 'უსისხლოა', რა ნახტომშია და როგორ იღიმება თითქოს მხართეძოზე წამოწოლილი იყოს! ხვიჩაზე ნაკლები ფენომენი არ არის ობიექტურად. ასე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი არც ეხლა გვყავს არავინ (თუ ხვიჩა არ გაძვრიდა დებიუტის შემდეგ) არც ადრე გვყოლია. რაც მეტი გვეყოლება ასეტები მით უკეთესი. ჩაკვე თავისთავად და მაპარკაძე ბაიერნში წაიყვანეს. ლუკა გაგნიძის ძალიან მეიმედება. მაღალი კლასის ნახევარმცველი უნდა დადგეს. მისი ინტერვიუს მოვისმინე და საღად მსჯელობს საკუთარ თავზე, რაც ძალაინ კარგია ფეხბურთელისთვის. სხვებიც არიან კარგები.
გიორგი
20 აგვისტო 2022 17:35
1
იმედია არ ეწყინება კალაძეს გოლს თუ გაუტანს მონცას
ჯიბო
20 აგვისტო 2022 12:40
5
ბილბაო მოიგებს, უძლიერესი გუნდი ჰყავთ
გოგა
19 აგვისტო 2022 13:31
23
სად დაერხა ბერლუსკონის. ხვიჩა მარტო გამოუყვანს წირვას მონცას))))
მელქისედეკ ცვალე
19 აგვისტო 2022 13:29
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული