ამ ინფორმაციას Zazoom-ი ავრცელებს - "ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა შეიძლება ბოლო 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს. "გაძეტა დელო სპორტმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს საფეხბურთო ბაზარზე წლის გარიგება უწოდა. ამჯერად მასზე ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს:
"კლუბის სკაუტთა მუშაობა შექებას იმსახურებს. ეს ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ გამოჩნდა. ხვიჩა მარტში შეიძინეს (10 მილიონ ევროზე ცოტა მეტი დაუჯდათ), კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმეს, მისი სეზონური გასამრჯელო 1 მილიონზე ოდნავ მეტი და პლუს ბონუსებია. მოდით, მოვემზადოთ პირველი განახლებისთვის, მალე (რამდენიმე თვეში) კვარაცხელიას ხელფასს მინიმუმ გაუორმაგებენ, რათა
ჯაკომო რასპადორის ანაზღაურებას (2.5 მილიონი) მიაღწიოს".