დაიმსახურა - კვარაცხელიას მალე ხელფასს გაუორმაგებენ

AutoSharing Option
ამ ინფორმაციას Zazoom-ი ავრცელებს - "ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლა შეიძლება ბოლო 20 წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდეს. "გაძეტა დელო სპორტმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს საფეხბურთო ბაზარზე წლის გარიგება უწოდა. ამჯერად მასზე ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს:

"კლუბის სკაუტთა მუშაობა შექებას იმსახურებს. ეს ჩემპიონატის ორი ტურის შემდეგ გამოჩნდა. ხვიჩა მარტში შეიძინეს (10 მილიონ ევროზე ცოტა მეტი დაუჯდათ), კონტრაქტი 2027 წლამდე გაუფორმეს, მისი სეზონური გასამრჯელო 1 მილიონზე ოდნავ მეტი და პლუს ბონუსებია. მოდით, მოვემზადოთ პირველი განახლებისთვის, მალე (რამდენიმე თვეში) კვარაცხელიას ხელფასს მინიმუმ გაუორმაგებენ, რათა
ჯაკომო რასპადორის ანაზღაურებას (2.5 მილიონი) მიაღწიოს".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჯერ ესეთი, თქვენ რა იცით მე როგორი ადამიანი ვარ, მიცნობთ, გიცნობთ, ჰა? ჩემი ოჯახი, მე და და ჩემი ძმა უამრავ ახლობელს და სამეგობროს, რაც შეგვიძლია ყველანაირად ვეხმარებით და დავეხმარებით კიდევაც. როცა შენი "ნათესავი" გამუდმებით კაზინოში ზის და იქიდან წაგებული გამოდის და ფულებს გძალავს, ასეთებს რა ქვიათ? პარაზიტი და მუქთახორა! ადამიანს შრომა ეზარებოდეს, ჩემი ძმა რა შუაშია? რა ბანკირის მფლობელია, თუ ფულების საჭრელი მანქანა ააქვს? ისე რა ადვილია არა? სხვას "საწყალი და საშინელი" უწოდოთ, როცა ასეთ გამომძალველებთან არ გაქვთ საქმე, როგორსაც ჩემი ოჯახი აწყდება. შემიძლია კიდევ ბევრი "კარტები" გავხსნა,მაგრამ მირჩევნია აქ დავსვა წერტილი.
ზურას და GioT-s. გიგა.
18:10 23-08-2022
0
ძალიანაც კარგი თუ გაუორმაგებენ ხელფასს! მაგრამ არის ერთი "საშიშროება" მიადგებიან ეხლა "ღარიბი ახლობლები" და დაუწყებენ თხოვნას "დაგვეხმარე ხვიჩა" ვალები გვაქვს, როგორც იციან "მუქთად მჭამელებმა". ასეთ ხალხს ვერ ვიტან! ძმა მყავს საფრნგეთში და უკვე ეზიზღება მობილური, ნათესავებისგან ტვინი აქვს წაღებული. მუქთახორებო! ნუ გიყვართ, სხვის ხარჯზე ცხოვრება!
გიგა
10:28 23-08-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული