"ნაპოლიმ" ხვიჩას შეძენით გარისკა, ევროპული გრანდები კი ძვირადღირებული "კვარას" ტრანსფერს ეცდებიან...

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში სატრანსფერო ბაზრის მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. როგორც წესი, რაღაც მოულოდნელობა ყოველთვის ხდება. ბოლოს ასეთი მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველის, კაზემიროს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა იყო.

საფეხბურთო გეოგრაფია გაზრდილია. ამ ეპოქაში სრულიად უცნობი ფეხბურთელის მოძიება რთულია, თუმცა ხშირად ესა თუ ის გუნდი საინტერესო და იდუმალი ახალწვეულებით გვანებივრებს. მაგალითად, 2018 წელს, როცა მადრიდის "რეალმა" "ფლამენგოდან" 18 წლის ვინისიუს ჟუნიორი შეიძინა, მის ძალებში დარწმუნებული მადრიდელთა გულშემატკივრების უმრავლესობა ნამდვილად არ იყო. ბრაზილიელი ახლა შესანიშნავ ფორმაშია და მისი ღირებულება ძალიან გაიზარდა. ამ ტრანსფერთან ხვიჩა კვარაცხელიას გარკვეული
პარალელის გავლება ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, "ნაპოლის" მხრიდან ქართველი გარემარბის გადაბირება ერთგვარი რისკი იყო (ამ დონის გუნდში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა), რომლითაც ნეაპოლელებმა მომავლის სეროზული ინვესტიცია გააკეთეს. კვარაცხელიამ მართლაც ბრწყინვალედ დაიწყო და შეუძლებელია, უკვე ევროპის ტოპკლუბების ყურადღება არ მიეპყრო, მითუმეტეს მათი, რომლებსაც სათანადო დაკომპლექტება აკლიათ.

ხვიჩას შეუძლია, ნეაპოლელების წარმატებისთვის ბევრი რამ გააკეთოს და ამავდროულად, საკუთარი ღირებულებაც სოლიდური გახადოს. "ნაპოლიმ" განახორციელა ის, რაც ბევრმა ვერ გარისკა. ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ "კვარას" უკვე შესაძლო მომავალ ტრანსფერზე ვმსჯელობთ, უბრალოდ სიტუაციას განვიხილავთ.

ევროპული ჩემპიონატები დაიწყო და აგვისტოშივე კარგად გამოჩნდა, ვინ როგორ გაძლიერდა. გუნდებს სიტუაციის გამოსწორება 1-ელ სექტემბრამდე შეუძლიათ. იტალიური მედია ბევრს წერდა, კულიბალი-ინსინიე-მერტენსის წასვლის შემდეგ, "ნაპოლი" სათანადოდ ვერ შეივსო და მაღალი მიზნები ვერ ექნებაო, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი ძალიან დაბალანსებული, ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული გახდა. ამის ერთ-ერთი ნაწილი "სასუელოდან" იტალიის ნაკრების წევრის, 22 წლის ჯაკომო რასპადორის შეძენაცაა.

ცვლილებები თუ ასე თუ ისე, ყველას სჭირდება. ამ ეტაპზე, თვალსაჩინო დანაკლისი მაინც "ლივერპულს" აქვს. რთული სათქმელია, რამდენად ფიქრობდა იურგენ კლოპი რომ სადიო მანეს შეცვლას იოლად მოახერხებდა, თუმცა ფაქტია, სენეგალელის გარეშე "წითლებს" უჭირთ და მიუხედავად იმისა, სალაჰი ისევ აქაა, ეს ისეთი სწრაფი და კონტრშეტევებზე მძლავრი გუნდი აღარაა, როგორსაც შევეჩვიეთ. ლივერპულელთა ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რამდენჯერმე წერდა. რა თქმა უნდა, ახლა მათ რიგებში ქართველი გარემარბი დაუჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა სამომავლოდ ამ თემის გააქტიურება სავსებით შესაძლებელია. ყველაფერი ეს თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით ლივერპულელთათვის დღევანდელთან ბევრად წამგებიანი იქნება - ხვიჩას ფასი ყოველდღიურად იზრდება.

Sportall.Ge

პრემიერლიგაში რომ დავრჩეთ, ვიცით, რომ კვარაცხელია "ტოტენჰემს" იჯარით აინტერესებდა, ეს გუნდი საკმაოდ გაძლიერდა, მათ შორის ბრაზილიელი რიჩარლისონით, თუმცა "იუვენტუსის" საკუთრებაში მყოფი, 22 წლის შვეედი შემტევი კულუსევსკი ნამდვილად არაა იმ დონეზე, "კვარას" ტრანსფერს რბილად რომ ვთქვათ, მასზე ნაკლებად გაემართლებინა.

რაც შეეხება სერია "ა"-ს, გვსმენია, რომ "იუვენტუსის" მხრიდან ხვიჩათი დაინტერესება იყო. რა თქმა უნდა, კვარაცხელიასთვის "ნაპოლი" იდეალური ვარიანტია, აქ დიდი სათამაშო დრო ექნება, კარგ გარემოსა და ნდობაში თავის გამოჩენა უფრო მარტივად შეძლო, "იუვეს" მსგავს გუნდებს ხომ ფეხბურთელებისთვის ცოტა დროის მიცემა და იჯარით გაშვება ჩვევიათ (ამის მაგალითი ცოტათი ზემოთ დავასახელეთ), თუმცა რატომღაც გვგონია, ტურინელები ამ საქმეს ისევ დაუბრუნდებიან და გაცილებით ძლიერი და ძვირადღირებული "კვარას" შეძენას შეეცდებიან. ეს კი "ნაპოლის" სწორ მუშაობაზე მიუთითებს.

სატრანსფერო ჭორ-მართალზე საუბარი ის თემაა, რასაც დიდი ფეხბურთელები შეჩვეულები არიან და რადგანაც კვარაცხელია ამ გზაზეა, ყოველ ზაფხულსა და ზამთარში მასზე ამ კუთხითაც ბევრს დაწერენ და ისაუბრებენ, მთავარია ხვიჩამ ასე გააგრძელოს და მათ ამის საბაბი ჰქონდეთ.

altLiverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

altდაიმსახურა - კვარაცხელიას მალე ხელფასს გაუორმაგებენ

alt"ყოჩაღ, ქართველო!" - კვარაცხელია ჩვენს "გაგიჟებას" აპირებს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაა, არ მჯერა რომ ქართული სტატიია
ლევანი
10:29 23-08-2022
1
არუნდა ჯერ არც ლივერპული და არც რეალი. მშვენიერ გუნდშია მშვენიერ ჩემპიონატში. თან ლიდერია. მინიმუმ 2 წელი შეულძლია შებეროს ნაპოლიში. არსად არ ეჩქარება.
ქართველი
14:11 23-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული