კვარაცხელიამ "მონცას"კარში გატანილი გოლი შეყვარებულს მიუძღვნა - რას ნიშნავდა ხვიჩას ჟესტი და რა გაშიფრეს იტალიელებმა

AutoSharing Option
Calcionapoli1924.it წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცას" კარში გატანილი პირველი გოლი სავარაუდოდ, მის ქართველ შეყვარებულ ნიცას მიუძღვნა. 

"ჩემპიონატის სტარტზე, პირველი გოლის გატანის შემდეგ, კვარაცხელიამ მიმართა ჟესტს, თითქოს "გოლდენ სტეიტის უორიორსის" NBA-ს ჩემპიონი სტეფ კარივით ეძინა, მაგრამ გუშინ "მარადონაზე" აღნიშვნის შეცვლა გადაწყვიტა.

"მონცასთან" გატანილი პირველი გოლის შემდეგ, ქართველმა მარცხენა საჩვენებელი თითი მარჯვენა ხელის ქვეშ მოიქცია. ალბათ, მან მიბაძა თავის ენაში ასო ნ-ს, რომელიც მისი შეყვარებულის ნიცას სახელის ინიციალია.

თუმცა გასაგებია მეორე გოლის შემდეგ მინიშნება, რომელშიც თავდამსხმელმა მოიხსნა წვივის დამცავი, რომელზეც საქართველოს დროშაა
გამოსახული და პატრიოტული სულისკვეთებით აკოცა", - წერს საიტი.

აღსანიშნავია, რომ "მონცას" კარში გატანილი პირველის გოლის მსგავსი აღნიშვნა ხვიჩას საქართველოს ნაკრებსა და "დინამო ბათუმშიც" გაუკეთებია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიხარია და ვულოცავ მთელ საქართველოს ხვიჩას წარმატებულ დებიუტს, იმედი მაქვს
გაგრძელებაც წარმატებული იქნება, ისეთი ადგილის შვილი ხარ, სადაც ყველაზე დიდი პატრიოტი ქართველები ცხოვრობენ, მახსოვს როგორ იცავდნენ კანონიერ ხელისუფლებას
თბილისში ჩამოსული წალენჯიხელი პატრიოტები ზვიადის დროს ...
პატრიოტი
15:52 23-08-2022
5
სუბარს ანიშნა ნული ხარო))))
აბო
15:32 23-08-2022
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული