"ფენომენია"! - "რეალისა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვარაცხელიათი აღფრთოვანება ვერ დამალა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფორვარდმა ანტონიო კასანომ, რომელსაც წარსულში ისეთი დიდი გუნდების ფორმა მოურგია, როგორებიც მადრიდის "რეალი", "მილანი" და "ინტერია", ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.

"ხვიჩა ფენომენია. ის ახლახან ჩავიდა იტალიაში და უკვე საათში ათასი მილის სიჩქარით მოძრაობს", - თქვა კასანომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას სერია A-ს საწყის 2 ტურში 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს. ის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს. 

altხვიჩას გოლი მე-2 ადგილზე გავიდა - ნახეთ, ბერარდის ასევე შედევრი, რომელიც სერია A-ს მე-2 ტურში კვარაცხელიას

გოლს ამჯობინეს [VIDEO]

altხვიჩასა და "ნაპოლის" უახლოესი ამბები - ამხანაგური მატჩი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა...

მკითხველის კომენტარები / 10 /
ოფიციალურ მატჩებში ხვიჩას არ გამოუვლენია ის კოზირები,რითაც რუსეთში და საქართველოში გააგიჟა გულშემატკივარი.დრიბლინგი.მიუხედავად ამისა,თავისი მწარე ენით განთქმული კასანო,მაინც ასეთ სიტყვებს რომ იმეტებს,ხვიჩასათვის,ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს.ვიცი,მან ამხანაგური მატჩებიც ნახა და იცის,როგორი დრიბლიორია,მაგრამ რომ ვთქვათ,არც იქ ცდილობდა ხვიჩა თავისი დრიბლინგის რეკლამირებას.ესე იგი ის ხედავს,რამდენად სასარგებლოა ხვიჩა გუნდისათვის და სწორედ ამის გამო აქებს ხვიჩას.ასევე სხვებიც.დრიბლინგი კი,ხვიჩას რეზერვია,რომელსაც საჭიროების შემთხვევაში,დოზირებულად და გუნდის სასარგებლოდ გამოიყენებს.ასე სჯობია,თუნდაც იმისათვის,რომ ფეხი არავინ მოსტეხოს,მოტყუებისას.მტვრევა ნგრევაში იტალიელები,რუსებს აშკარად აღემატებიან,ოსტატობითაც და შენიღბვითაც.ეს ხელოვნების დომეზე აქვთ აყვანილი.
სოსო
11:35 24-08-2022
0
ზოგადად კასანო არ არის ისეთი ადამიანი რო ვინმე ტყუილა შეაქოს . არავის კრიტიკას არ ერიდება და ამიტო ასმაგად სასიამოვნოა კასანოსგან შექება
ტოტტი
11:11 24-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული