ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ცრვენა ზვეზდაში" აზაროვის დებიუტი შედგა

AutoSharing Option
"ცრვენა ზვეზდაში" პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა.

აზაროვი სერბეთის ჩემპიონატის მერვე ტურში "იავორთან" მოგებულ საშინაო მატჩში (4:1) სასტარტოში დააყენეს და 63-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

"ცრვენა ზვეზდას" 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით ლიდერია და 31 აგვისტოს "პარტიზანს" დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგაზე ბელგრადული კლუბი H ჯგუფში "მონაკოსთან", "ფერენცვაროშთან" და "ტრაპზონსპორთან" მოხვდა და აზაროვს უკვე აქვს ევროტურნირებზე ახალ გუნდში თამაშის უფლება.