L'Équipe: დავითაშვილი კარიერას ცნობილ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი "ლორიენში" არ შედგა, თუმცა მან შეიძლება კარიერა მაინც საფრანგეთში გააგრძელოს.

"ეკიპის" ცნობით, დავითაშვილი "ბორდოსთან" იმ შემთხვევაში გააფორმებს ხელშეკრულებას, თუ ეს კლუბი სახელფასო განაკვეთს შეამცირებს. ჟირონდელები მას იჯარით კონტრაქტის აუცილებელი გამოსყიდვის პირობით აიყვანენ. კლუბები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

გამოცემა წერს, რომ ზურიკოს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში.

"ბორდო" გასულ წელს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ლიგა 2-ში დაქვეითდა, სადაც 5 ტურის შემდეგ 8 ქულით მეხუთე ადგილზეა.

1881 წელს დაარსებული "ბორდო" ქვეყნის ექვგზის ჩემპიონია და
42 115-იან "მატმიუტ ატლანტიკზე" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აუუ ნაღდად არ მემეტება საფრანგეთისთვის თანაც მეორე ლიგისთვის (( ზურიკოს გაცილებით დიდ დონეზე შეუძლია თამაში !
zura222
20:33 29-08-2022
9
დიდი ტრადიციების გუნდია ბორდო, წელსვე შეიძლება დაბრუნდეს უმაღლეს ლიგაში. წარმატებები ზურიკოს!!
გიორგი
22:00 29-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული