მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა და შემდეგ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ანსის“, რომელიც 81-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ვერ სძლია - 0:0.

მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შექმნეს და ფრეს დასჯერდნენ.

მიქაუტაძემ სრულად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

„მეცი“ 11 ქულით მე-7 ადგილზეა, ლიდერ "ამიენს" 3 ქულით ჩამორჩება და 12 სექტემბერს „გინგამს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გიორგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველა თამაში ვერავის გაქვს თუმცა აშკარად კარგ ფორმაშია და ერთ ტურს რომ გამოტოვებს არც ამაშია არაფერი ტრაგედია პირიქით დაისვენებს სანაკრებო თამაშები მოდის და საჭიროა დასვენებაც წარამტებები მიქაუტაძეს
ზურა
03 სექტემბერი 2022 02:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული