"ვარჯიშზე დედას დავყავდი, სულ ჩემ გვერდით იყო" - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
სერია A-ში წარმატებულ თამაშს ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჩინებული დებიუტიც დაუმატა. შეგახსენებთ, "კვარას" "ნაპოლიმ" "ლივერპული" 4:1 დაამარცხა. ხვიჩამ მონაწილეობა 3 გოლში მიიღო, კონკრეტულად მესამე ეპიზოდში კი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

გავიხსენოთ კვარაცხელიას სტუმრობა "ნოესთან" (ტელეკომპანია "იმედის" ეთერში), რომელშიც ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარ ბავშვობასა და დედის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და
ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ.

ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო. ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია. მას უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლებას მაძლევდა, არასდროს დაუძალებია, გინდა თუ არა ფეხბურთი ითამაშეო, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 10 სექტემბერს, "სპეციასთან" გამართავს, შემდეგ კი შოტლანდიაში გაემგზავრება და 13 სექტემბერს "რეინჯერსს" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ესაც კიდევ ერთი მაგალითია იმის თუ ოჯახი რა დიდ რამეს ნიშნავს ადამიანის საუკეთესო ვერსიის ჩამოყალიბებაში.
გიორგი
08 სექტემბერი 2022 18:34
0
ისე მშობლების ალღოს და ინტუიციას, შვილების მომავლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს! ასე არ იყო ლეო მესის ბებიაც, ეტყობა ისიც გრძნობდა, თუ რატომ მიყავდა, პატარა ლეო ფეხბურთზე! ხვიჩას დედას დიდი მადლობა, ასეთი კარგი ზრდილობიანი შვილის აღზრდისთვის!
თემო
08 სექტემბერი 2022 14:08
1
ყოჩაღ მამას, შვილს ჭირდება თავისუფლება არჩევანში. თუ არ უყვართ ბავშვებს ფეხბურთი ნუ ატარებთ ძალით, ნუ მოსთხოვთ იმას რაც არ უნდათ, ნურც დიდ შედეგებს მოითხოვთ მათგან, უამრავ ბავშვთა სკოლაში შევსწრებივარ როგორ უყირიან მშობლები შვილებს და მოითხოვენ მათგან ქანცგაწყვეტილ ვარჯიშშს. მთავარია ბავშვის ბედნიერება და იმის კეთება რაც მას მოსწონს.
semi
08 სექტემბერი 2022 13:30
5
უამრავი მაგალითი არსებობს საპირისპიროსი,მშობელი რომ ქანცში წყვიტავდა მერე მადლობას ეუბნებოდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში თუ გაამართლა ამ მიდგომამ, არ ნიშნავს რომ ყველასთან გაამართლეებს. კვარაცხელიასნაერ და ქინქლაძესნაერ ხასიათის ბავშვს ერთნაირად ვერ მიუდგები !
დავითი
08 სექტემბერი 2022 18:34
1
კვარაცხელია დღევანდელ პერიოდში როდესაც ცუდი უფრო მეტი ხდება ვიდრე კარგი ჩვენი ქვეყნისთვის დიდი იმედია, რომელიც ახარებს ახალისებს ჩვენ გულს და გვაიძულებს უყუროთ და ვისიამოვნოთ მისი თამაშით. მადლობა ამისთვის
გიორგი
08 სექტემბერი 2022 13:07
1
მადლობა შენს მშობლებს ესეთი მაგარი ადამიანის გაზრდისთვის ესეთი მაგარი ფეხბურთელის გაზრდისთვის მადლობა მადლობა მადლობა უფალი შეგეწიოთ მარად
ლაშა
08 სექტემბერი 2022 12:53
1
დააკვირდით ხვიჩას სახეს, რა ბედნიერი და მშვიდია ხვიჩა დედიკოს ხელში :)
რობი
08 სექტემბერი 2022 12:46
1
სიკეთე, გახარება, ბედნიერება ხვიჩას მშობლებს და მათ ოჯახს. რა ბედნიერება ისინი ერთმანეთს რომ შეხვდნენ და ასეთი შვილები გაზარდეს. გავიგე ხვიჩას პატარა ძმაც ფეხბურთს თამაშობსო და თუ ხვიჩას დაემსგავსა მაშინ საერთოდ გადაგვრევენ კვარაცხელიები. გუშინდლიდან აქამდე ბედნიერად ვგრძნობ თავს. მადლობა.
G.LA
08 სექტემბერი 2022 12:00
1
… ... ხვიჩა შენ ხარ ჩვენი იმედი!!! შენით ვამაყობთ და წელგამართულები დავდივართ!!! ქვეყანა შეიცვალა შენი წარმატებების შემდეგ!!! ძალიან გვიყვარხარ!!! შენ მშობლებს, ბაბუებს, ბებიებს დიდი მადლობა შენი აღზრდისთვის!!! ქედს ვიხრი მათ წინაშე!!!
დათო
08 სექტემბერი 2022 11:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული