შეხვედრა პოლონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და მე-3 წუთზე მიხაილ შკორასმა გოლის გატანა შეძლო.
ალექს ბაენას დუბლისა და სამუელ ჩუკვუეზეს გოლის წყალობით "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" პირველ ნახევარში 3:1 გაიმარჯვა.
მეორე ტაიმში მატჩის მიმდინარეობა შეიცვალა. 47-ე წუთზე "ლეხმა" პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც გოლად მიკაელ იშაკმა აქცია. შვედმა ცენტრფორვარდმა 15 წუთში დუბლი შეასრულა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. მატჩის 89-ე წუთზე "ყვითლების" ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანსის კოკლენმა ულამაზესი შორეული დარტყმით გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კარგი შეხვედრა ჩატარა ნიკა კვეკვესკირმა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველა მინდორზე 90 წუთი გაატარა, მატჩის ტემპს აკონტროლებდა და რამდენიმე გამამწვავებელი პასიც გააკეთა. რაც შეეხება წიტაიშვილს, გიო მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
"ლეხი" C ჯგუფის მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს, ვენის "აუსტრიას" წინააღმდეგ გამართავს.
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
ნიკა კვეკვესკირი: ბათუმის "დინამოზე" უკეთესი გუნდი მხოლოდ ქაღალდზე გვყავს