კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. 7 სექტემბერს, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ამჯერად ჩვენებურის შესახებ იტალიური გამოცემა Fanpage.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართული საფეხბურთო სკოლის ხარისხზე უსვამს ხაზს.

"ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია: ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა, თამაშის სწორი ხედვა. რა თქმა უნდა, რთულია მოთამაშე მხოლოდ 5 მატჩით შეაფასო, თუმცა ძნელია "კვარას" თამაშით არ აღფრთოვანდე.

ქართველმა 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთ
ესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა ეს არც კი შეიმჩნია, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სხვაობას ქმნიდა და "ლივერპულის" მცველებს უშანსოდ ტოვებდა.

კვარაცხელიას შესახებ ბევრი რამ გაოცებს. დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. შესანიშნავი პიროვნებაა, რომელიც გულშემატკივრებისა და გუნდის გახარებას ყოველთვის ცდილობს. როდესაც "კვარას" უყურებ, მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული ხარ. ხვიჩა ყოველ მოძრაობაში უდიდეს ენერგიას დებს და არასდროს ჩერდება, მეტოქის დაჩაგვრის სურვილი კი თითქოს ხასიათში აქვს გამჯდარი. ის და ოსიმენი ერთად ფეთქებადი კოქტეილია.

"ნაპოლის" და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის ქომაგები, მიჩვეულნი არიან სუსტ, გამხდარ ტექნიკურ მოთამაშეებს. ხვიჩა ამ მხრივაც განსხვავებულია, ქართველი 183 სანტიმეტრსა და 70 კგ-ზე მეტს იწონის, ათლეტური აღნაგობა აქვს და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, რაც "ლივერპულთან" ჯო გომესის წინააღმდეგაც დაამტკიცა.

სწორედ ეს ჩამოთვლილი თვისებები აქცევს კვარაცხელიას მსოფლიო დონის მოთამაშედ. 21 წლის ფეხბურთელი იმ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც მაღალი კლასის მოთამაშეები უნახავს, მაგალითად, დავით ყიფიანი, თბილისის "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის 70-იანი წლების ლეგენდა. არ უნდა გამოგვრჩეს გარემარბის გამძლეობაც, "ლივერპულთან" მუდმივად ფლანგურ გარღვევებს ახორციელებდა.

შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე თანაგუნდელსაც დაეხმარა და სიმეონეს სადებიუტო გოლი გაატანინა, რაც კარგი სავიზიტო ბარათია" - წერს გამოცემა.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

alt"მანჩესტერ სიტი" უნდა დააკვირდეს, "ახალგაზრდა ედენ აზარი" - ინგლისელი ქომაგები ხვიჩას პრემიერლიგაში ელიან

alt"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს" - ნეაპოლელი ჟურნალისტი


მკითხველის კომენტარები / 9 /
მთელმა ევროპამ განსაკუთრებით ძველმა თაობამ იცის დინამო თბილისი და რასაც თამაშობდნენ მაგაზე დიდი კლასი და დონე აღარ არსებობს უბრალოდ მეტი სირბილი ისწავლეს დღევანდელ ფეხბურთში
ყიფიანი-შენგელია
07:36 10-09-2022
0
კარგია, როდესაც ფეხბურთის გულშემატკივართა ახალგაზრდა თაობა ქართული ფეხბურთის წარსულით არის დაინტერესებული, ამიტომ თავს უფლებას მივცემ და წარსულის რამოდენიმე ინფორმაციას მოგაწვდით დათო ყიფიანმა უკვე 1972 წელს ჩაატარა მატჩი სსრკ-ს ნაკრებში, დათო მაშინ ცენტრალური თავდასხმელის ადგილზე გამოდიოდა ნაკრებშიც და დინამოშიც მეტ-ნაკლები წარმატებით, შემდეგ იყო 1976 წლის მონრეალის ზაფხულის ოლიმპიადის ფინალის ინციდენტი ლობანოვსკისთან და მაშინდელ სსრკ-ს ნაკრებთან (ფაქტიურად კიევის დინამოსთან) და აი 1976 წლის შემოდგომიდან დათო ხდება ის დათო, რომელიც დღემდე ახსოვს მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს დაინტერესებულ ნაწილს.
ჟორა
22:07 09-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული