კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. 7 სექტემბერს, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ამჯერად ჩვენებურის შესახებ იტალიური გამოცემა Fanpage.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართული საფეხბურთო სკოლის ხარისხზე უსვამს ხაზს.

"ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია: ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა, თამაშის სწორი ხედვა. რა თქმა უნდა, რთულია მოთამაშე მხოლოდ 5 მატჩით შეაფასო, თუმცა ძნელია "კვარას" თამაშით არ აღფრთოვანდე.

ქართველმა 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთ
ესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა ეს არც კი შეიმჩნია, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სხვაობას ქმნიდა და "ლივერპულის" მცველებს უშანსოდ ტოვებდა.

კვარაცხელიას შესახებ ბევრი რამ გაოცებს. დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. შესანიშნავი პიროვნებაა, რომელიც გულშემატკივრებისა და გუნდის გახარებას ყოველთვის ცდილობს. როდესაც "კვარას" უყურებ, მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული ხარ. ხვიჩა ყოველ მოძრაობაში უდიდეს ენერგიას დებს და არასდროს ჩერდება, მეტოქის დაჩაგვრის სურვილი კი თითქოს ხასიათში აქვს გამჯდარი. ის და ოსიმენი ერთად ფეთქებადი კოქტეილია.

"ნაპოლის" და ზოგადად, იტალიური ფეხბურთის ქომაგები, მიჩვეულნი არიან სუსტ, გამხდარ ტექნიკურ მოთამაშეებს. ხვიჩა ამ მხრივაც განსხვავებულია, ქართველი 183 სანტიმეტრსა და 70 კგ-ზე მეტს იწონის, ათლეტური აღნაგობა აქვს და ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, რაც "ლივერპულთან" ჯო გომესის წინააღმდეგაც დაამტკიცა.

სწორედ ეს ჩამოთვლილი თვისებები აქცევს კვარაცხელიას მსოფლიო დონის მოთამაშედ. 21 წლის ფეხბურთელი იმ საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელია, რომელსაც მაღალი კლასის მოთამაშეები უნახავს, მაგალითად, დავით ყიფიანი, თბილისის "დინამოსა" და ქართული ფეხბურთის 70-იანი წლების ლეგენდა. არ უნდა გამოგვრჩეს გარემარბის გამძლეობაც, "ლივერპულთან" მუდმივად ფლანგურ გარღვევებს ახორციელებდა.

შეცვლამდე ცოტა ხნით ადრე თანაგუნდელსაც დაეხმარა და სიმეონეს სადებიუტო გოლი გაატანინა, რაც კარგი სავიზიტო ბარათია" - წერს გამოცემა.

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

alt"მანჩესტერ სიტი" უნდა დააკვირდეს, "ახალგაზრდა ედენ აზარი" - ინგლისელი ქომაგები ხვიჩას პრემიერლიგაში ელიან

alt"ხვიჩა 2-3 ინსინიე ღირს" - ნეაპოლელი ჟურნალისტი


მკითხველის კომენტარები / 9 /
ვისაც ყიფიანის თამაში არ უნახია იმას არ უნახავს ფეხბურთის დირიჟორი, ბურთის მომთვინიერებელი და სპორტის ამ სახეობის ფილოსოფოს..აკადემოკოსი. .
მისი მოედნის ხედვა და პასი, ეს სასწაულები იყო იმ დროს, გაივლის ბევრი წლები და ზიდანი ოდნავ მიუახლოვდება მის სტილს და თამაშის მანერას, თუმცა დათო ათი თავით ჯობდა მასაც და ბევრ მსოფლიო ლეგენდას.
. თუ ოდნავ რაიმეს ვამატებდე, მე ვიყო „ბიშკოკი“ სიმონ! თუ არადა აგერ ხართ ძველი თაობა და თქვით, რაიმეს ვაზვიადებ? თუნდაც ფრჩხილის ოდენა წავამატე რამე?
აი ესეთი ლეგენდა იყო დავით ყიფიანი..
კ ო მ ბ ლ ე
18:41 09-09-2022
3
დავით ყიფიანს,დინამოსთან ერთად,ინტერიც გამწარებულ,გამოგდებული ჰყავს და ნაპოლიც.ასე რომ, ეტყობა მართლაც კარგად გაამწარა(ჩვენ მაგას რა დაგვავიწყებს,ახლაც თვალწინ მიდგას,ფაკეტის რომ ბურთი მოჰპარა),40 ზე მეტი წლის შემდეგაც რომ ახსოვთ.
სოსო
16:20 09-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული