"მისი შეძენა იტალიურ გრანდებს სურდათ, თუმცა ჩვენ დავასწარით - "ნაპოლის" დირექტორი ხვიჩას ტრანსფერის დეტალებს იხსენებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ, Corriere dello Sport-თან ხვიჩას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ჯუნტოლის თქმით, ნეაპოლელებს მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდათ, როდესაც გუნდს ჯენარო გატუზო თავკაცობდა.

"მისი თამაშის ვიდეო პირველად პანდემიის დროს ვნახე, მე და გატუზოს მაშინვე მოგვეწონა. მახსოვს, კახა კალაძეს დავურეკე და მის შესახებ მეტი ინფორმაცია ვთხოვე, მოსკოვის "ლოკომიტივში" ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ "რუბინში" კიდევ უფრო უკეთესი გახდა, ყაზანელებმა 30 მილიონი მოგვთხოვეს, ჩვენს შორის კონტაქტი შეწყდა, ოსიმენი ახალი ნაყიდი გვყვავდა 19 წლის ბიჭის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას ვერ გავრისკავდით, თუმცა
ქართველი მაინც ჩემს გონებაში დარჩა, როდესაც თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, ხვიჩა ბათუმის "დინამოში" გადავიდა, მოლაპარაკებები განვაახლეთ და 10 მილიონ ევროდ ტრანსფერი დავხურეთ.

ჩვენ "იუვენტუსს", "რომასა" და "სოსიედადს" დავასწარით, რადგან მას ყოველთვის ვაკვირდებოდით, სპალეტისაც მაშინვე მოეწონა, როდესაც "კვარა" კონტრაქტის გასაფორმებლად იტალიაში ჩამოვიდა, ლუჩანოს სახლში, მილანში გავუშვი, მათ ერთმანეთს მარტივად გაუგეს. ხვიჩაზე დიდი ზეწოლა იყო, რადგან ქართველს ინსინიე უნდა შეეცვალა, ჩვენ რისკი გავწიეთ და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ გავიმარჯვეთ. ხვიჩას ხელფასი გადასახადების გარეშე 1.2 მილიონია, გადასახადების ჩათვლით კი 1.7 მილიონი, ინსინიე 9.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, სხვაობა თავად განსაჯეთ" - განაცხადა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას ხვალ, 10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება. 

altკვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...




მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები კვარა,მართლაც დიდი სიხარულს გვანიჭებ,მოუთმენლად ველოდები შენს თითეულ მატჩს. ისე ჯეკოს,მერტენს,იბრას და მსგავს ხალხს 5 მილიონი უნდა ჰქონდეს და ხვიჩას 1,2 მილიონი ხელფასი!? ალბათ ეს ამბავიც მალე გამოსწორდება!
სინამდვილე
17:04 09-09-2022
1
ხოდა მოუმატეთ ხელფასი, 6-7 აუყვანეთ!
ლევანი
16:42 09-09-2022
0

სიახლეები პოპულარული