ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"სწორედ ამიტომ მინდა ნაკრებში ვითამაშო" - გიორგი მელქაძემ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს

AutoSharing Option
"სოჭის" 25 წლის თავდამსხმელმა გიორგი მელქაძემ, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას Championat.com-ი ავრცელებს.

"საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობ და მსგავსი აზრი დაახლოებით 24 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ჯერ საუბარი არ მქონია. კარგ ფორმაში ვარ, ფეხბურთელს კი კარგ ფორმაში ყოფნა და მაღალ დონეზე ასპარეზობა რამდენიმე წელი შეუძლია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ამ პერიოდში ნაკრებში ვთამაშობდე, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც" - განაცხადა მელქაძემ.

გიორგი მელქაძეს სხვადასხვა დროს რუსეთის ასაკობრივ ნაკრებებში უასპარეზია. იგი პოზიციით თავდამსხმელია, უთამაშია მოსკოვის "სპარტაკსა" და "ახმატში", ამჟამად
კი "სოჭის" ღირსებას იცავს.
ასევე დაგაინტერესებთ