ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რეინჯერსის" გულშემატკივრებმა ხვიჩაზე თავდასხმა სცადეს

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა II Matino-მ დღეს ჩვენთვის მეტად არასასიამოვნო ამბავი გაავრცელა და დაწერა, რომ "რეინჯერსისა" და "ნაპოლის" მატჩის დასრულების შემდეგ გლაზგოელთა ფანებმა ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიური კლუბის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენეს.

წყარო წერს, რომ ჩვენებური და მისი თანაგუნდელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც ეს უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა.

საბედნიეროდ, საქმეში სტიუარდები ჩაერივნენ, რომლებმაც უსაფრთხოების დერეფანი გააკეთეს და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "რეინჯერსი" 3:0 დაამარცხა, ხვიჩამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მატეო პოლიტანომ აქცია.

"პარტენოპეი" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ შეხვედრას
4 ოქტომბერს "აიაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ