უცხოური გამოცემა hitc.com გიორგის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ლონდონის "ტოტენჰემმა" მასზე უარის თქმით შეცდომა დაუშვა.
"ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი "ბოქსინგ დეიზე" 36-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. მართალია, ფრანგი ჯერ კიდევ ჩინებულად გამოიყურება და "სპორტინგთან" მარცხის მიუხედავად, გუნდი გაშვებული გოლისგან უამრავჯერ იხსნა, თუმცა "დეზების" ხელმძღვანელობამ მის შემცვლელზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოს, იმის ფონზე, რომ ბოლო სეზონების მიხედვით უგო
"ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "ღამურებმა" მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად შეიძინა, "ტოტენჰემის" რადარზე ჯერ კიდევ გასულ სეზონში აღმოჩნდა.
"გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა და ძალიან გვეხმარება" - აღნიშნა ვალენსიური გუნდის მცველმა გაბრიელ პაულისტამ.
"21 წლის ქართველმა კიდევ უფრო მოუმატა და გრძელვადიანი კონტრაქტიც დაიმსახურა. Marca-ს ინფორმაციით, მისი ხელფასი 10-ჯერ გაიზრდება. უფრო მეტიც, "მამარდას" გამოსასყიდი თანხა 86 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება. "დეზებს" მისი შეძენა სულ რაღაც 17 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ნაბიჯი არ გადადგეს, ამ გადაწყვეტილებას კი ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, ინანებს.
იმის გათვალისწინებით, რომ შემდეგ სეზონში ფოსტერისა და ლორისის ჯამური ასაკი 80 წელს მიაღწევს, ძნელი წარმოსადგენია იპოვონ მეკარე, რომლის საფასურიც 17 მილიონი იქნება და ექნება ისეთი უნარები და ლიდერული თვისებები, როგორებსაც უგო ლორისი ფლობს. ფრანგის წასვლა ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ ქართველი მეკარის ხელიდან გაშვება და მის ნაცვლად ფოსტერის შეძენა, უბრალოდ, შეცდომაა" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრას "სელტას" წინააღმდეგ 17 სექტემბერს გამართავს.
გიორგიმ პირველ 20 წუთში 4 რთული ბურთი მოიგერია - "ვალენსია" "რაიო ვალეკანოსთან" დამარცხდა [VIDEO]