ჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების, "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანისა" და "პარტენოპეის" შორის მოახლოებული თამაშის შესახებ Lega Serie A-ს ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

იტალიელის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, თუმცა ქართველის მარადონასთან შედარება უადგილოა.

"ჰგავს თუ არა "კვარა" მარადონას? - არა, ახლოსაც არ არის და გთხოვთ, შედარებას ნუ აკეთებთ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ხვიჩამ სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან ბურთს იდეალურად ფლობს და ვიწრო სივრცეებში შეტევის მიმართულებას კარგად ცვლის, ორივე ფეხით იდეალურად ურტყამს, საკუთარი შესაძლებლობები უკვე ბევრჯერ გვიჩვენა.

"ნაპოლის" ასეთ კარგ თამაშს არ ველოდი,
შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვლილია, ახალმა მოთამაშეებმა ადაპტაცია მალევე გაიარეს და გუნდის გამარჯვებებში საკუთარი წვლილი შეაქვთ" - განაცხადა ფერარამ.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

altკვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება

alt"სპალეტის "კვარასადმი" დამოკიდებულებით შოკირებული ვარ" - ნეაპოლელი პროფესორი ხვიჩას გამოექომაგა

მკითხველის კომენტარები / 24 /
მართალია ეს კაცი! კვარა კოჩის ნურავის ნუ ადარებთ!
კვარა მარადონას ნამდვილად არა გავს - უფრო დედ-მამას გავს!
დაიმახსოვრეთ ყველამ: გავა წლები და ვინმე რომელიმე პერსპექტიულ ფეხბურთელზე იტყვის - "კვარას გავსო".
შეგახსენებთ: 70 წლების დასაწყისში ერთ დღეს გპი-ში ხმა გავრცელდა დინამომ დღეს უნდა ათამაშოს ფშმ-დან აიყვანილი ბიჭი, რომელიც სლავა მეტრეველის სტილში თამაშობს და მის შემცვლელად მოიაზრებაო - ლექციები თითქმის ჩაიშალა - სტუდენტები ლექტორებთან ერთად "ბურევესტნიკს" მივაწყდით და ვნახეთ ვოვა გუცაევი - რომელმაც თვითონ შექმნა თავისი-უნიკალური, შესადარებელი თამაშის სტილი.
პლეხანოვზე გაზრდილი
12:46 17-09-2022
0
რა თქმა უნდა , რატომ უნდა ჰგავდეს ხვიჩა მარადონას, თუ კი ყიფიანი არ ჰგავდა და თავისი სტილი ჰქონდა, მესხი თუ არ იყო მარადონა ჩვაზემ გუცაევი, ამით რა ხალხს უყვარდათ ნაკლებად თუ ტალანტი არ ჰქონდათ თვალშისაცემი? ხვიჩა კვარაცხელი დარჩება ხვიჩა კვარაცხელიად და თავის კვალს დატოვებს არა მარტო ქართულ ფეხბურთში, ეს შედარებები რა ჯანდაბაა, რეპლიკები აგერ ბაზრობებზე იყიდება თუ ვინმეს სურს
საბა
15:01 17-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული