საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში "ბორდოს" შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგება.
ქართველი ფეხბურთელი "დიჟონთან" ძირითად შემადგენლობაშია.
"ბორდოს" 14 ქულა აქვს და "ამიენთან" მე-4 მე-5 პოზიციას იკავებს, ლიგა 1-ის საგზურისთვის კი ისტორიულმა ფრანგულმა კლუბმმა როგორც მინიმუმ მე-2 პოზიცია უნდა დაიკავოს.
ისე, ყველაზე საუკეთესო წინაპირობა განვითარებისთვის, ტრამპლინისთვის არის საფრანგეთი და არა აღმოსავლეთ ევროპა, კერძოდ პოლონეთი და მითუმეტეს რუსეთი, სადაც ქართველის თამაშს ახლა უმეტესობა გმობს, თუმცა უკრაინის ომამდე იმის მეტს არაფერს აკეთებდნენ აგენტები, ოღონდ რუსეთში ან ნაკლებადპრესტიჟულ აღმოსავლეთევროპულ კლუბში გადაეყვანათ ქართველი ფეხბურთელი. სანიოლი ყველაზე კარგი საშუალებაა საფრანგეთში, თუნდაც ლიგა 2-ში ჩვენი ფეხბურთელების ინტეგრაციისა და ნამდვილად შესაძლებელია პერსპექტიული მოთამაშის იქ გადაყვანა...