"ზურიკოსგან ეს ყველამ დავინახეთ... გეტყვით, მასში განსაკუთრებულად რა მომეწონა" - "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში ზურიკო დავითაშვილის "ბორდმომ" "დიჟონს" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია.

მოგეხსენებათ, ჩვენებურს ჟირონდელთა რიგებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა და 21 წლის შემტევმა თავის გუნდს 87-ე წუთზე ლამაზი გოლით მოაგებინა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკოს შესახებ ისაუბრა:

"ყველამ დაინახეთ, რომ მას გამოცდილება აქვს. ქართველმა რამდენიმე სეზონი მაღალ დონეზე უკვე იასპარეზა. დავითაშვილი ასევე ეროვნული ნაკრების წევრია და საერთაშორისო შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

ვფიქრობ, მატჩის ბოლოსკენ ის ცოტა დაღლილი იყო, მაგრამ საგოლე დარტყმის მომენტში ფეხი არ აუკანკალდა... დავითაშვილმა იცოდა
რასაც აკეთებდა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ზურიკოს მსგავსი მოთამაშე შეტევაში უფრო მეტ ეფექტურობასა და სიზუსტეს გვმატებს... მისი დამატება "ბორდოსთვის" შესანიშნავი შევსებაა.

იცით, რა მომეწონა განსაკუთრებით დავითაშვილში? - მისი ხასიათი... მას მატჩის დასაწყისშივე შეექმნა კარგი მომენტი და გოლის გატანა შეეძლო, თუმცა მეკარემ შესანიშნავი სეივი შასრულა, მაგრამ ის არ დანებდა...

ზურიკო ის ბიჭია, რომელიც შეტევაში მეტ შანსებს ქმნის და ეს ჩვენთვის ძალიან კარგია", - ამბობს გიონი.

altდებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზურას თამაშს სულ ვაკვირდებოდი, ჯერ რუბინში, მერე როტორში, ბათუმში, ნაკრებში, მისი გვერდიდან შესვლები როგორ იხვეწებოდა დროსთან ერთად, ეს მხოლოდ შრომის შედეგად მოდის, ეს გატანილი გოლიც უდიდესი შრომის შედეგია. ჯერ 21 წლისაა, მთელი კარიერა წინა აქვს, დიდი ძალაა ჩვენი ნაკრებისთვის, თქვენ ისტორია უნდა დაწეროთ ბიჭებო, ასე მგონია ახალმა თაობამ ეს კარგად იცის, გააგრძელე პროგრესი ზურა და დიდ ფეხბურთსაც ითამაშებ და ნაკრებსაც უპრობლემოდ გაიყვანთ დიდ ტურნირებზე.
18 სექტემბერი 2022 16:58
1
როგორც ვიცი გმოსყიდვის უფლებით არის ხო ზურიკო ბორდოში? კარგი იქნება ბორდომ ეს გააკეთოს რადგან მომავალ წელს ლიგა ერთში იქნებიან აუცილებლად.
აკო
18 სექტემბერი 2022 16:19
0
ყოჩაღ ზურიკო! კარგ გუნდში გადავიდა და ძალიან მეიმედება. ადრე ის იყო პრობლემა, არ გვიცნობენო, რომ გაგვიცნეს: ესენი მარტო ქურდობაში და სიზარმაცეში გამოდგებიანო. იქნებ სპორტსმენებმა მაინც გამოასწორონ ჩვენდამი დამოკიდებულება.
დიდება საქართველოს!
ლევანი
18 სექტემბერი 2022 15:14
1
რა ბედნიერი ვარ ამ ყველაფრის მომსწრე რომ გავხდი თქვენ გენაცვალეთ ქართველებო ერი როგორი დაძაბული იყო და ეხლა ყველა თქვენზე ლაპარაკობს ბიჭებო ვისაც ფეხბურთი არ ესმოდა ან არ უყვარდა მასაც კი უხარია ხან სასაცილო შეკითხვებსაც სვავენ :D :D მაგრამ მთავარია რომ ბედნიერებას ანიჭებთ და გვეამაყებით წარმატებები ყველას თქვენ და ჩაკვეს მიხედეთ შემოუძაღეთ თუ საჭიროა ცოტა სხვანაირადაც უთხარით სათქმელი არ დანებდეს მას კიდევ შეუძლია რეალში მოხვდეს და ოცნება აისრულოს!
.
18 სექტემბერი 2022 12:55
0
ბორდო რიგითი კლუბი არ არის არც საფრანგეთში და არც ევროპაში, საკმაოდ სახელიანი კლუბია და დავითაშვილისთვის და ასევე ნაკრებისთვის კარგია იქ რო მოხვდა. ბორდო გადავა აუცილებლად ლიგა-1.დავითაშვილს კი წარმატებები.
qomagi
18 სექტემბერი 2022 12:36
1
წარმატება ზურიკოს მგონია მანდ მაგრად ათამაშდება მშვენიერი ჩემპიონატია დასაწყისისთვის.
ლევანი
18 სექტემბერი 2022 12:01
1
წარმატება ზურიკოს მგონია მანდ მაგრად ათამაშდება მშვენიერი ჩემპიონატია დასაწყისისთვის.
ლევანი
18 სექტემბერი 2022 11:52
1
უყურებ ზურიკოს, მიქაუტაძეს, კვარას, ლოჩოშვილს, მამარდას და გული სიამაყით გევსება. მართალია ლიგა 2 ტოპ 5 არაა მაგრამ ძალიან რთული და მაღალი დონის ტურნირია.

ერთი სიამოვნებაა მათი მატჩების მერე ტვიტერზე შეფასებების კითხვა. ერთია რომ მათი წარმატება გვიხარია და მეორე ის რომ საქართველო მთელ ევროპას და არამარტო ევროპას დადებითად გააცნეს

იმედია ჟორჟი და ზურიკოც გადმოვლენ გაისად უმაღლესში და ტოპ 5ში მინიმუმ 5 ქართველი იქნება.
მინდია
18 სექტემბერი 2022 11:35
1
ბორდო 6-ჯერ იყო საფრამგეთის ჩემპიონი, ბოლოს 2008-2009 წლებში. ლიონი და მონაკო კი არა, ბორდოზე ბევრად უფრო სახელოვანი გუნდები უნდა ვუსურვოთ.
ზაქრო
18 სექტემბერი 2022 11:33
1
ეგრე რა სადღაც ურალში თამაშს არჯობია მსოფლიო გაგიცნობს იქნება და ლიონში ან მონაკოშიც ამოყო თავი!
beqa
18 სექტემბერი 2022 11:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული