საზონოვის გადაწყვეტილებამ რუსები აღაშფოთა - როგორ ოპერატიულად იმოქმედა სფფ-მ?

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდა და ჩვენს ნაკრებში ითამაშებს. ის უკვე გამოემგზავრა თბილისში.

საბას დედა ქართველია - ნინო ნიშნიანიძე სამტრედიელია, ფრენბურთელი იყო. საბამ ერთი წლით უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად სანქტ-პეტერბურგის საფეხბურთო სკოლა "სმენაში" დაიწყო ვარჯიში. "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდში პირველად 2019 წელს ითამაშა. 2021 წელს მისი პირველ გუნდში დებიუტი შედგა, 2021 წლის ზაფხულში კი მოსკოვის "დინამოში" გადავიდა.

"ჩემპიონატი" იტყობინება, რომ საზონოვს რუსეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ვარიანტი ჰქონდა, საბუთებს აგროვებდნენ, მაგრამ რეალურ გამოძახებამდე საქმე
არ მივიდა, ამ დროს სფფ-მ ოპერატიულად იმოქმედა, საქართველოში მიიწვია, პერსპექტივები აუხსნა და დაითანხმა. ახლახან მას რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს, თუმცა უარი განუცხადა.

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ გალაკტიონოვმა საზონოვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა.

"საბა საზონოვი გასულ კვირას მოსკოვის "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად გამოვიძახე. რუსეთის პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით, სადაც მის გარდა ყველა მოვიდა. ორშაბათ დილით მენეჯერს შეატყობინა, რომ არ გამოცხადდებოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო მომენტამდე იმყოფებოდა კავშირზე.

ჩვენ არ გვინდა ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება განვიხილოთ, რამდენადაც ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ ასეთი საქციელი რუსეთის ნაკრების მიმართ კატეგორიულად მიუღებელია", - ციტირებს გალაკტიონოვს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
დაანებეთ თავი დემაგოგიას. ბიჭმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სავარაუდოდ რუსეთის ჩემპიონატიდანაც წავა. ბოლობოლო რუსეთის ნაკრებზე თქვა უარი. მიდი და თქვი,. პრობლემები ეექმნება, მარა საბოლოოდ მოგებული დარჩება, თუ ივარგებს რა თქმა უნდა. ჩვენც გამოგვადგება. ერთია კიდევ, რუსეთს ნაკრები რაღად უნდა პრინციპში, ვის უნდა ეტამაშოს? ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი. ყველა ვარიანტში მისასალმებელია.რაც მეტი ნიჭიერი ქართველი დაუბრუნდება ფესვებს, მით კარგი
ლევან მაღლაკელიძე
15:14 20-09-2022
0
კავაზაშვილსაც არ უნდა რამე ადგილი სფფ-ში?

უთავმოყვარეო ნაკრებია, გადმოქართულებული გრუზინებით.
ანდრი
11:21 20-09-2022
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული