საბა საზონოვის მამა: ჩემი შვილი მოღალატე არ არის

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მცველმა საბა საზონოვმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. მისმა მამამ, ანდრეი საზონოვმა, შვილის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"საბა დაიბადა ოჯახში, სადაც დედა ქართველია, მამა კი - რუსი. ორი სამშობლო აქვს, ორივე ქვეყანაში ცხოვრობდა, ორ ენაზე ლაპარაკობს. პირველ კლასში საქართველოში სწავლობდა, შემდეგ - რუსეთში. საფეხბურთო კარიერის გამო მოქალაქეობის არავითარ შეცვლას ადგილი არ ჰქონია, საქართველოს მოქალაქე იქამდე დიდი ხნით ადრე იყო, ვიდრე ფეხბურთით დაკავდებოდა.

მხოლოდ ერთხელ გამოიძახა ხომუხამ 17-წლამდელთა ნაკრებში, სადაც შეკრებაზე კოვიდის გამო ვერ გამოცხადდა. ჩვენ რუსეთის ძირითად ნაკრებზე ვოცნებობდით, ახალგაზრდულზე. რუსეთის
ფეხბურთის სისტემაში გავიზარდეთ, ამ სკოლის აღზრდილია. საბა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ეროვნულ გუნდში თამაში უნდოდა, მაგრამ 2021 წელს პირველად კონკრეტული წინადადებით სფფ-მ მიმართა. იქამდე რუსეთის ნაკრებიდან მხოლოდ პასპორტის ფორმალური მოთხოვნა იყო, ტანსაცმლის ზომა და ა.შ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბას მაღალჩინოსნების დონეზე შეხვდა. ისინი ესაუბრნენ, არწმუნებდნენ, პერსპექტივაზე ესაუბრებოდნენ. რუსული მხარისგან მსგავსი რამ არ ყოფილა. ბოლო წვეთი იყო ის, რომ საბა რუსეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდა.

არავითარი მიწვევა რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებისგან არ მიუღია. ეს ცილისწამებაა. საბას საქართველოს ნაკრებისგან მიწვევა ჰქონდა და რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა - ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა. საბა ბოლო მომენტამდე იყო რუსეთის ნაკრების ადმინისტრატორთან კავშირზე: სწორედ იმასთან, რომელმაც პასპორტი და ტანსაცმლის ზომა მოსთხოვა. სხვა კონტაქტები არ ყოფილა. ხომუხას გამონათქვამები საბას რაღაც მორალური საქციელის შესახებაც ჩემთვის გაუგებარია.
ახლა რაღაც მოღალატეობაზე ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ეს რა ღალატია? ჩვენ "ზენიტს" ან "დინამოს" ვუღალატეთ, რომელთა აღზრდილია საბა? არა, რა თქმა უნდა. დიდი ხანი ველოდით რუსეთის ნაკრებიდან მოწვევას, თუმცა მხოლოდ ადმინისტრატორთან კონტაქტი იყო, რომელმაც ვერ აგვიხსნა, რატომ გვთხოვდა მუდმივად პასპორტს და ტანსაცმლის ზომას. მას არასოდეს ჰქონდა პასუხი, რისთვის იყო ეს საჭირო.

საბას ორი სამშობლო აქვს, მშობლების ერთ-ერთი სამშობლო აირჩია. ამაში ვერაფერ კრიმინალურს ვერ ვხედავ".

მკითხველის კომენტარები / 17 /
დედით ქართველები უფრო ქართველობენ ვიდრე მამით ქართველები,ამას ქართულიც ცოდნია ყოჩაღ დედამის!!!!!
სოსო
01:43 20-09-2022
5
ჩემი აზრით ჯობდა საზანოვი და გაგნიძე ეროვნულში გამოგვეძახებინა და მაკედონიასთან მოგების შემთხვევაში უკვე ყველფერი გარკვეული იქნებოდა ამ შემთხვევაში გიბრალტართან გაგვესინჯა ეს ბიჭები ორივე და ამით რამდენიმე პოტენციური სამომავლო პრობლემაც გადაიჭრებოდა.
ზურა
01:30 20-09-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული