"ზურიკომ გუნდს გამარჯვება მოუტანა, მასზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ" - "ბორდოს" ყოფილი ნახევარმცველი დავითაშვილზე საუბრობს

AutoSharing Option
ზურიკო დავითაშვილის დებიუტი "ბორდოს" შემადგენლობაში წარმატებული გამოდგა, ქართველმა "დიჟონის" წინააღმდეგ 87-ე წუთზე სადებიუტო გოლი გაიტანა და ჟირონდელებს 3 ქულა მოუტანა.

ზურიკოს თამაშს "ბორდოს" ყოფილი ნახევარმცველი პიერ დუკასი გამოეხმაურა და ქართველს ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა.

"აუცილებლად უნდა ვისაუბროთ დავითაშვილის შესახებ, რადგან მისმა გოლმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. ზურიკოზე დაკვირვება უნდა განვაგრძოთ, მისი სახით კლუბმა ნიჭიერი ფეხბურთელი დაიმატა" - განაცხადა დუკასმა.

პიერ დუკასი ჟირონდელთა შემადგენლობაში 2005-11 წლებში გამოდიდა, სხვადასხვა დროს კი საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

altდებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ზუკა ჩვენი იმედი ხარ
Suxumchanin
22:35 20-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული