"200 000-დან 99% იძახის, იქ რა უნდაო? როგორ, რა უნდა?! ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! " - აჩი არველაძემ გაგნიძის სიტუაციაზე ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
Crystalsport-ის Youtube არხზე გადაცემა "ბურთი და მოედნის" სტუმარი აჩი არველაძე გახლდათ, რომელმაც ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა:

"გასაგებია ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხი, რომელთანაც ხელი გაქ მოწერილი, თამაშობ, გპატრონობენ, ფულს გაძლევენ, გაჭმევენ, გასმევენ, ვალდებულება ხო არსებობს?!

ამ ლუკა გაგნიძეზე, რომ გადაირივნენ... ვალდებულება ხო არსებობს, კაცი არ ხარ?! - ხელს ხო აწერ, ფულს იღებ? - არიქა, გამოაქციეთ... მეც მინდა, რომ მადრიდის "რეალში" თამაშობდეს, მაგრამ მოსკოვის "დინამოშია" და ძალიან კარგადაც თამაშობს.

რა ვქნათ ახლა?! 200 000-დან 99% იძახის იქ
რა უნდაო? - როგორ, რა უნდა?! რას ნიშნავს რა უნდა? ხელი მოაწერა წავიდა და თამაშობს... ეხლა ხო არ წასულა იქ, რომ გვეთქვა ამ პერიოდში იქ რამ წაიყვანაო?!

იგივეა ხვიჩას ამბავიც... ვინმემ რაზე უნდა თქვას "რუბინზე" აუგი, რა დაუშავეს? წაიყვანეს, ათამაშეს, რაღაცა დონეზე ხო მიიყვანეს და აგერ ეხლა ყველამ ვიცით სადაც არის და ხვალ ზეგ შეიძლება ოქროს ბურთი აიღოსო ვიძახით...

მეც არ მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც მე პატივი მცა, მიპატრონა, მომეხმარა, ვინც ფული გადამიხადა, მოვუბრუნდე და რამე ისეთი ვთქვა?!

არ უნდა ავურიოთ... ასარევის და საგინებლის მეტი რა არის მაგათაზე პოლიტიკურად რომ ვთქვათ? მილიონი მიზეზი გაქვს და რაღა იმას ეძებ, რომ 20 წლის ბიჭი გამოვიდეს და შეაფურთხოს, ეგეთი რამე არ არსებობს... რატომ უნდა ქნას? რა დაუშავა მოსკოვის "დინამომ" ამ ბიჭს? ძირითადში ათამაშებენ და ხვალ-ზეგ გახდება ერთ-ერთი საუკეთესო.

მე რომ მკითხო, კვარამ პელე კომენტარი გააკეთა. 20 წლის ბიჭმა თქვა, წამოვიდე ისე, როგორც სამშობლოს სჭირდებოდა ისე გავაკეთეო... მეტი რა უნდა ეთქვა? სახელები ჩამოეთვლაა და დახვრეტა მიესაჯა იმათთვის? ფეხბურთელებს რას ვთხვოთ... ომი იქნება? ჩამოვა ყველა იომებს, ან ვერ იომებს, ზოგს შეიძლება ფეხი სტკიოდეს, ზოგმა სროლა არ იცოდეს... გააკეთონ რა ამ ბიჭებმა თავისი საქმე რასაც აკეთებენ...

მე მაგალითად მოსკოვის "დინამოში", რომ ქართველი თამაშობს ამას იცი როგორ ვუყურებ? კიდევ ერთი ქართველი გვყავს იქ, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის. რთული არ არის მაგისთვის ეხლა იქ ყოფნა? ვითომ ეხლა რიგი უდგას "ბარსელონა", "რეალი" და ეს არიქა გადააკვდა მოსკოვის "დინამოს"...

ძაან რთულია ახალგაზრდა ბიჭისთვის ამხელა ქვეყანაში ტრადიციულ გუნდში თამაშობს... კვარა, რომ რუსეთიდან წამოვიდა, გამზადებული იყო და 99% იცოდა სადაც მიდიოდა, ზურიკოს სიტუაცია ასე არ იყო... ეხლა გაგნიძემ რა ქნას, დაანებოს ფეხბურთს საერთოდ თავი თუ რა ქნას? მიდი, ლუკა, იქ ითამაშე მაგრად", - ამბობს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 77 /
იქნებ ოჯახს უჭირს როგორც საქართველოს ოჯახების უმრავლესობას და ეს ბიჭი ინახავს,რატომ ამაზე არ ფიქრობთ.ქვეყანას რუსი ოლიგარხი განაგებს და რუსეთს კოჭს უგორებს და რაღა ამ პატარა ბიჭს მიადექით თქვე ძალათ პატრიოტებო.
სირცხვილია
11 იანვარი 2023 18:13
2
აჩი ჩემი ძმა ყველაფერში კაცობა და ღირსებაა საჭირო, თუ ხვიჩამ და ზურიკომ ბათუმის დინამო იკადრეს, ლუკასაც უნდა ეკადრა თბილისის დინამოს, რა ასეთ ტალანტს თბილისის დინამოში დაკარგავდნენ? მაგრამ ფული უმნიშვნელოვანესია რამაც მიაღებინა გადაწყვეტილება.. ლუკამ თავისი საქმე იცის და წარმატებები მაგრამ მინუსებშია იმედია გამოასწორებს კარგი თამაშით და ნაკრები და ხალხი ვაპატიებთ
Baduri
11 იანვარი 2023 13:46
5
ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა,თავი დაანებეთ მის შეურაცხყოფას და საერთოდ,პოლიტიკა და სპორტი,რომ გავმიჯნოთ კარგი იქნება.
Sake
29 სექტემბერი 2022 10:21
5
ვინც რუსეთთან ომები და სისულელები აწარმოა ის დღეს, ნაცსექტას ვგულისხმობ. კარგ ადგილზეა წამოწოლილი და იქედან ომში აღებული ფულებით, ქართველი ვაშკაცი ბიჭების სისხლში აღებული ფულებით ტკბება,თუმცა ზოგს არ გაუმართლა და 4-კედელში არის დღეს ჩაყუდებული და იქედან იმედია კარგა ხანს არ გამოვლენ.კიდევ მინდა ვთქვა რომ, ის შესაძლებელია თურმე კობა ნაყოფიას რუსული პასპორტი ქონდეს და ამავე დროს მორალს კითხულობდეს საქართველოს პატრიოტობაზე, ასევე გრიგოლ ვაშაძეს,ასევე ელენიკო ხოშტარია დღესეც რო იღებს რუსეთიდან საკმაოდ სოლიდურ თანხებს, ეს არაფერი ყოფილა თურმე,პოლიტიკას რო ურევთ ზოგზოგიერთები ამას იმათ გასაგონად ვამბობ,რუსეთი რაც არის ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის და ვინც არ იცის იქნებ საქართველოს ისტორია წაიკითხოს და გაიგებს.მე ვამბობ იმას რუსეთს ხელი შეუწყვეს იმ ქართველმა შადიმანებმა, რო საქართველოსთვის ბევრი გაეფუჭებიათ და დაეშავებიათ და 1000 სიბოროტეები ეკეთებინათ საქართველოს ტერიტორიაზე.ახლა მინდა სპორტზე ვთქვა გაგნიძესგან რა გინდათ, 19-წლის წესიერი ბიჭისგან გინდათ შექმნათ მტრის ხატი და ლანძღოთ ეს ბიჭი, რო კარიერა დაუნგრიოთ, ეს გინდათ ალბათ ზოგიერთებს,მაგრამ არ გამოგივათ, მე გაძლევთ ამის გარანტიას,გაგნიძემ უნდა გაგრძელოს შრომა დღეს სადაც არის და ვითომ ფეხბურთის გულშემატკივრებს არ უნდა უსმინოს,დარწმუნებული ვარ მოვა დრო ეს ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველი გადავა უფრო ძლიერ კლუბსა და ლიგაში,როგორც ეს რუსეთგამოვლილმა კვარაცხელიამ გააკეთა წარმატებები გაგნიძეს.
qomagi
26 სექტემბერი 2022 17:20
19
და გაგნიძე ვინ გალანძღა რო, ან მტრად ვინ გამოაცხადა? გასალანძღი ისაა ვინც გაგნიძისნაირ პატარა ბიჭებს რუსეთში სათამაშოდ მიერეკება და 5 წლიან კონტრაქტებზე ხელს აწერინებს. მერე კი ეუბნება მადლიერი უნდა იყო, გაჭმევენ, გაცმევენ და დარჩი მანდ სანამ მადრიდის რეალი არ დაგიძახებსო. იმის მაგივრად რომ ურჩიონ, მოძებნე ნორმალური აგენტი და ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში გადადი და რაც მალე, მით უკეთესი. მამარდამ რომ იპოვა კარგი აგენტი კი არის სადაც არის. თორემ აგერ, უეფას რუსები რომ არ გამოეპანურებინა, ხვიჩას რუბინიდან არავინ გაუშვებდა , კონტრაქტსაც გაახანგრძლევინებდნენ ათასი მაქინაციის საშუალებით (მაგის მეტი რა იციან) და იქნებოდა მორიგი მალხაზ ასათიანი.
და ნაცები კიდევ რა შუაშია ამ თემასთან და საერთოდ ამ ათწლიანი გაქანებული ქოციანობის დროს? ხო, არის რა ეგეთი კატეგორია, კეჭერა ფხალის რეცეპტი რომ დადაოს ვინმემ, იქაც ნაცების თემა შემოაქვთ, არ ასვენებთ გამჩენი.
კაი ერთი
28 სექტემბერი 2022 14:51
1
ხვიჩასთვისაც რომ შეგეწია ერთი ორი სიტყვა კაი იქნებოდა.
რაღაცნაირად იმ არანორმალურ ბულინგს გადავრჩებოდით ხვიჩას გულშემატკივრები, მგონია, რომ ხვიჩაზე მეტად განვიცადეთ ბევრმა ის რაც იმ დღეებში ხდებოდა.
მაგრამ ჯანსაღად იმის გამოთქმის უფლება დაგვიტოვეთ, რომ არ მოგვწონს ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების რუსეთში თამაში.
თუმცა ამას მარტო დივანზე წამოწოლილი აზრის გამოთქმა არ შველის, შიდა ჩემპიონატის გაძლიერება უნდა მოხდეს, რომ არ წავიდნენ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთში, სადაც უკეთესს პირობებს და სათმაშო დროს სთავაზობენ. რეალი და ბარსა არ ეძახის და მოდი პირდაპირ რუსეთში წავიდეს, ეგ მიდგომა არ მეჩვენება სწორად.

!!
26 სექტემბერი 2022 15:45
2
კი საბჭოთა პასპორტები გადაყარეს,მას პარტბილეთებიც მიაყოლეს და როცა ეროვნული ხელისუფლება მოვიდა,ისევ იმ პასპორტებს,ისევ იმ პარტბილეთებს დაუბრუნდენ და ეროვნული ხელისუფლება დაამხეს,რუსების საამებლად.
თქვენ ალბათ ისევ ის ხალხი ხართ,ან მათი შთამომავალნი,რომლებსაც ფურთხება,გინება,ლანძღვა და წყევლა პატრიოტობა გგონიათ და ამ ბიჭებსაც აქეთკენ მოუწოდებთ,რომლებიც თქვენ აზროვნებაში მილიონჯერ გჯობიათ,არ ხართ თქვენ ის ხალხი ვისაც მომავალი თაობა უნდა გენდოთ,მათ თქვენზე კარგად იციან რას და როგორ აკეთებენ,რისთვის და ვისთვის აკეთებენ.
თქვენ თქვენი ურა და ყალბი პატრიოტიზმი:გინების,წყევლისა და ფურთხებისა,უკანალის ჩვენებისა,თქვენთვის შეინახეთ,მომავალში გამოგადგებათ
თერჯოლელი
26 სექტემბერი 2022 14:42
5
ბატონო არველაძე, პიროვნული მადლიერების მომენტი რომ აუცილებელია გარკვეული ადამიანების მიმართ, მათი ეროვნებისა და მოქალაქეობისაგან დამოუკიდებლად , ერთადერთი მაგაში გეთანხმები. რა თქმა უნდა, ხვიჩა, მაგალითად, სლუცკის ან თუნდაც სიომინის მადლიერი უნდა იყოს და ეს სწორია. მაგრამ სლუცკის გამო მთელი რუსეთის და მატი ჩემპიონატის მადლიერი იყოს, ცოტა ნამეტანი ხომ არ არის? თან რომ ამბობ, რა მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალი და ბერსელონა არ ეპატიჟებინ ჩვენს ფეხბურთელებს,ითამაშონ რუსეთში რა უშავსო - ომი რომ არა, ხვიჩა იქიდან დიდი ალბათობით თავს ვერ დაიხსნიდა და ასათიანის, ანანიძის, ჯანაშიას და სხვათა ბედს გაიზიარებდა. აი ეს "უშავს", მორალურ მხარესაც რომ თავი დავანებოთ. გაგნიძის მაგალითი რომ მოგყავს, 5 წლიანი კონტრაქტი აქვს მას გაფორმებული მოსკოვის დინამოსთან, რა ამბავია 5 წელი? რა ლაპარაკია, აჭმევენ, ასმევენ, აცმევენ და მადლიერი უნდა იყოსო? სადმე პოლონეთში ან ავსტრიაში ან ხორვატიაში, რომ წასულიყო, იქ თამაშს ვერ დახვეწავდა და დიდი შრომის ფასად თავს ვერ გამოიჩენდა? იმდენად რომ მერე ტოპ ჩემპიონატში ეთამაშა? რა ასეთი დონეა მოსკოვის დინამო და საიდან მეტი ფეხბურთელი მიყავთ ტოპ ლიგებს - რუსეთიდან, თუ მაგალითად ხორვატიიდან ან პოლონეთიდან?
და ბოლოს, არ გვინდა რა ეს "იიი, პოლიტიკა სხვაა, სპორტი სხვაა.." განათლებული ადამიანი მგონიხარ და გეცოდინება, პროფესიული სპორტი და პოლიტიკა კარგა ხანია განუყოფელია - ამიტომაც უკრავენ მისი ქვეყნის ჰიმნს გამარჯვებულის პატივსაცემად, ამიტომ მოკვეთეს რუსეთი ყველა სპორტული ღონისძიებიდან, და კიდევ მრავალი "ამოტომ".
არტ
26 სექტემბერი 2022 14:25
2
უფრო უკეთესი იქნებოდა საერთოდ არაფერი გეთქვა. ცოტა თავისუფალ დროს წიგნი წაიკითხე
გუჯა
26 სექტემბერი 2022 12:49
12
სსრკ-დან რომ გამოვედით მილიონობით ქართველს ჰქონდა სსრკ პასპორტები, სხვა და სხვა ხელშეკრულებები თუ ვალდებულებები იმპერიის წინაშე, მაგრამ თავისუფლების სიომ ყველაფერი ჩამორეცხა და დაავიწყა ხალხს, 99% ქართველმა სამშობლო არჩია და მიაფურთხა როგორც რუსულ პასპორტებს ისე მაგათ მოვალეობა-ხელშეკრულებებს... გარდა უწიგნურებისა - ძალიან საწყენია, რომ ქართველი მობურთალების 51% საქართველოს მატიანეს არ სცნობს, ან არ იცნობს!
გაგრელი
26 სექტემბერი 2022 12:20
5
უადგილოდ გამოხტომას ვერ გადაეჩვია.
ანდრი
26 სექტემბერი 2022 12:03
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული