ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ინსინიე თუ კვარაცხელია? - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ლორენცოს ადარებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლეგენდარულ ფეხბურთელს, ანტონიო კარეკას ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიასა და იტალიელი ლორენცო ინსინიეს შედარება სთხოვეს.

"ინსინიე თუ კვარაცხელია? ლორენცომ გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთა, ხვიჩა ჯერ ახალგაზრდაა და წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, თუმცა ცხადია, რომ უნიჭიერესი მოთამაშეა.

ოსიმენი კარგ ფორმაში იყო, თუმცა ტრავმის გამო არ გაუმართლა, იმედი მაქვს, მალე დაბრუნდება და გოლების გატანას კვლავ გააგრძელებს.

დიეგო ძალიან მენატრება, მართალია ფიზიკურად ერთად აღარ ვართ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მუდამ ჩემთანაა" - განაცხადა კარეკამ.

ანტონიო კარეკა "პარტენოპეის" ღირსებას 1987-1993 წლებში იცავდა, ბრაზილიის ნაკრების
მაისურით კი 64 მატჩი აქვს ჩატარებული.

alt"ნაპოლის" ბრილიანტი საქართველოს ჩრდ. მაკედონიის ძლევაში დაეხმარა" - უკრაინელები ნაკრებს გვიქებენ

altკვარაცხელია "ნიცაში" გადასვლასთან ახლოს იყო - რატომ არ შედგა მისი ტრანსფერი ფრანგულ გუნდში

altქართველებს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ და ზეიმს აპირებენ - უცხოური მედიის პრევიუ


ასევე დაგაინტერესებთ