"ინტერი" მის დამატებას აქტიურად ცდილობდა, ხვიჩას შესახებ მირჩა ლუჩესკუსგან გავიგე" - "ინტერის" ყოფილი სკაუტი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
"ინტერის" ყოფილმა სკაუტმა ადელიო მორომ იტალიურ გამოცემა Tuttosport-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველის დამატებას "ინტერი" აქტიურად ცდილობდა.

"კვარაცხელიას ასეთი თამაში ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა, პირველად, მის შესახებ 4 წლის წინ, მირჩა ლუჩესკუსგან შევიტყვე, რუმინელ სპეციალისტს ჰყავდა ქართველი თანაშემწე, რომელიც "კვარას" საუკეთესო ქართველ ტალანტად მიიჩნევდა.

მახსოვს, "ინტერში" მუშაობის პერიოდში ხვიჩას დამატება პირადად კლუბის სპორტულ დირექტორს პიერო აუსილიოს სურდა, თუმცა "ნაპოლიმ" სწრაფად იმოქმედა და მისი დამატება ყველას დაასწრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, კვარაცხელიას შესაძენად დიდი რბოლა გაიმართებოდა, "კვარამ" სერია A-ში ადაპტაცია
მალევე გაიარა, "პარტენოპეის" ვულოცავ, ფანტასტიური ფეხბურთელი დაიმატეს" - განაცხადა მორომ.

ადელიო მორო მილანის "ინტერის" ღირსებას 1972-1975 წლებში იცავდა, სკაუტის რანგში კი "ნერაძურიში" 1999-2020 წლებში მუშაობდა.

altინსინიე თუ კვარაცხელია? - ნაპოლის ლეგენდა ხვიჩასა და ლორენცოს ადარებს

altროგორ ენატრებათ ხვიჩა "რუბინში" - რა ვიდეოს აქვეყნებს ყაზანელთა ოფიციალური გვერდი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
Karg dros gadavida karg adgilas warmatebebi win kide bevri wanrmateba eqneba gmertis wyalobit
Zesta
28 სექტემბერი 2022 02:08
0
ინტერში გადასვლა, გაცილებით უკეთეს პერსპეკტივებს მოასწავლებდა ხვიჩას კარიერისთვის, მიუხედავად ამისა, უდიდესი წარმატებები ხვიჩას ნაპოლიში!
ვახო...
28 სექტემბერი 2022 00:01
7
კონკრეტულად რითი ?
ლშა_იუვენტინო
28 სექტემბერი 2022 10:19
1
4 წლის წინ ხვიჩა ჯერ კიდევ საქართველოში თამაშობდა. ეს მასტი კი თავს იმართლებს რომ დააგვიანა და ნაპოლიმ იყიდა.
muro
27 სექტემბერი 2022 21:07
0
ნელ-ნელა ვიგებთ თურმე რამდენ გუნდს უნდოდა მისი შეძენა. რუბინის თავკაცები გვეუბნებოდნენ, არავის აინტერესებს, არავინ არაფერს გვთავაზობს და ქართველებმა გააღმერთეთ თორე ისე ევროპაში არავის უნდაო. რამდენს ჯეროდა ქართველებსაც აქ.
ტრაგიკომედიაა :)
!!
27 სექტემბერი 2022 20:34
1
კიდე კარგი ამ გაუგებარ გუნდში, რომ არ გადავიდა.
რრრ
27 სექტემბერი 2022 19:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული