ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელია და ინსინიე ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე" - "პალერმოს" ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
იტალიურ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კვლავ ბევრს წერენ, უკანასკნელ პერიოდში საფეხბურთო ექსპერტები ქართველს მის წინამორბედს, ლორენცო ინსინიეს ადარებენ.

ამჯერად "კვარასა" და ინსინიეს შესახებ, "პალერმოს" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ Radio Napoli Centrale-ს ეთერში ისაუბრა.

"დღესდღეობით მათ შედარებაზე ბევრს ვკითხულობ, ლორენცომ ისტორია დაწერა, მაგრამ ამ ორ მოთამაშეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც დღე და ღამე, ქართველს ბევრად ძლიერი საფეხბურთო პარამეტრები აქვს, ვიდრე ინსინიეს, გარდა ამისა, "კვარა" თამაშის ხალისითაც გამოირჩევა, ცდილობს ყოველთვის განსხვავებულად ითამაშოს და მჯერა, კიდევ უფრო განვითარდება" - განაცხადა ლო
მონაკომ.

"ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, ლუჩანო სპალეტის გუნდი 1 ოქტომბერს "ტორინოს" უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

altგაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

alt"ინტერი" მის დამატებას აქტიურად ცდილობდა, ხვიჩას შესახებ მირჩა ლუჩესკუსგან გავიგე" - "ინტერის" ყოფილი სკაუტი ხვიჩაზე საუბრობს



ასევე დაგაინტერესებთ