"ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, მაგრამ ინსინიესგან განსხვავებით უფრო თამამია" - კორიერე დელო სპორტის რედაქტორი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ნეაპოლელ გულშემატკივარს თავი მალევე შეაყვარა, ხშირად ქართველს მის წინამორბედს ლორენცო ინსინიეს ადარებენ.

"კორიერე დელო სპორტის" რედაქტორმა ივანე ძაძარონიმ აღნიშნულ შედარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, იტალიელი თვლის, რომ ხვიჩა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია.

"ამ 2 ფეხბურთელს შორის ხვიჩას ვირჩევ, "ნაპოლიმ" ინსინიესთან ერთად ვერაფერი მოიგო, "კვარა" მოედანზე სხვაობას ქმნის და ლორენცოზე მეტი გამბედაობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია, დრიბლინგს იშვიათად ახორციელებდა და ძირითადად პასებს უკან აკეთებდა, ეს ძალიან მაბრაზებდა, კვარაცხელიას
ყოველთვის შეუძლია რთულ სიტუაციაში გამოსავალი იპოვოს". - განაცხადა ძაძარონიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ შეხვედრას 1 ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელია და ინსინიე ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე" - "პალერმოს" ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

altგაირკვა რამდენი მიიღო "რუბინმა" კვარაცხელიას ტრანსფერში

alt"ინტერი" მის დამატებას აქტიურად ცდილობდა, ხვიჩას შესახებ მირჩა ლუჩესკუსგან გავიგე" - "ინტერის" ყოფილი სკაუტი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ძაძარონი იქაური ძოძოუშვილია ალბათ ხო?
Vasili
16:21 29-09-2022
0
გიას:100% სიმართლეს ამბობთ. ძალიან იაფად რომ ჩაიგდეს ხელში ესაა ამ კირკიტის მიზეზი. თუ არ მოსწონთ - გაყიდონ და უკეთესი იყიდონ!!!
პლეხანოვზე გაზრდილი
21:08 28-09-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული