"კვარა" ანგრევს ევროპას, მან უკვე აჯობა რონალდოს, მბაპესა და მოდრიჩს" - რუსები საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩაზე წერენ

AutoSharing Option
რუსული Championat.com საქართველოს ნაკრების ბრწყინვალე ასპარეზობას ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ამომავალ ვარსკვლავს ერთა ლიგაზე 5 გოლი მოუგროვდა, რითაც მხოლოდ ალექსანდრ მიტროვიჩსა და ერლინგ ჰალანდს ჩამორჩა.

"კვარას" გოლს პლუს ასისტში 5+3 შედეგი აქვს დაფიქსირებული, რითიც კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 1-2 ადგილებს იყოფს და ამ ნიშნულით მან ერთა ლიგაზე ლეგენდარულ ფეხბურთელებს აჯობა, რაზეც Championat წერს:

"კვარადონა" არამარტო ბრწყინვალედ თამაშობს "ნაპოლიში", არამედ ის საქართველოს ნაკრების ლიდერიცაა. 26 სექტემბერს ქართველებს გიბრალტართან მატჩში ქულა აძლევდათ ხელს, რათა B ლიგაში გადასულიყვნენ, თუმცა 2:1
გაიმარჯვეს, ხვიჩამ კი პენალტით გოლი შეაგდო და ეს ერთა ლიგაზე მისთვის მეხუთე აღმოჩნდა.

ბომბარდირთა დავაში ის მხოლოდ ნორვეგიის ნაკრების ფორვარდ ერლინგ ჰალანდსა და სერბეთის ნაკრების თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩს 1 ბურთით ჩამორჩა. 

გოლს პლუს ასისტში კი ხვიჩა საუკეთესო გახდა! შეგვიძლია, ვთვქათ ერთ-ერთი საუკეთესო რადგან ის კოსოვოელ ვადატ მურიქისთან 5+3 სისტემით 1-2 ადგილებს ინაწილებს.

"კვარამ" უკან ჩამოიტოვა ისეთი მონსტრები, როგორებიც კრიშტიანო რონალდო, ლუკა მოდრიჩი და კილიან მბაპეა!

ხვიჩა 21 წლის ასაკში ანგრევს ევროპას და დიდ დაპირებას იძლევა! წინ კი სეზონის მეორე ნაწილია", - წერს გამოცემა.

altვინ იყო საუკეთესო? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასება

alt"კვარაცხელია და ინსინიე ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე" - "პალერმოს" ყოფილი დირექტორი ხვიჩაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 12 /
კოსოვოელი ვადატ მურიქისთვისაც რომ ეჯობნა, "გაასწორებდა".
ქიტესა
04 ოქტომბერი 2022 10:23
0
ფრთხილად იყავი ე მანდ ნანგრევებში არ მოყვე.
mixo
01 ოქტომბერი 2022 14:34
0
აშენებს! არ ანგრევს
nika
28 სექტემბერი 2022 20:02
5
გადაჭარბებული შეფასებაა... ამ ეტაპზე. დრო გვიჩვენეს, რაც მოხდება.
tngh
28 სექტემბერი 2022 16:15
9
რუსები ხვიჩას თავისად თვლიან და უხარიათ მისი წარმატებები ! რა ქნან მაგ საწყლებმა სანქციების გამო ვეღარ თამაშობენ და რამით ხომ უნდა გაიხარონ DD
zura222
28 სექტემბერი 2022 14:43
14
დავაზუსტებ. ხვიჩა მაგათიანი არ არის, მაგრამ როგორც ფეხბურთელი მანდ ჩამოყალიბდა და ბევრს სიამოვნება მიანიჭა თავისი თამაშით ამიტომაც უხარიათ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მისი პირველი მწვრთნელი იყო სიომინი, სწორედ მან აღმოაჩინა ხვიჩას ტალანტი. აწი ვერავინ დაიბრალებს მის მაგარ მწვრთნელობას. შეიძლება მომავალში უკეთესი მწვრთნელები ჰყავდეს მაგრამ სიომინი ყოველთვის პირველი იქნება, მეორე სლუცკი. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ჭაობია და თანაც ოკუპანტი ამ ორ კაცს დიდად ვცემ პატივს და საერთოდ ვინც ხვიჩას ქომაგობს ყველას.
დავით 67
28 სექტემბერი 2022 18:52
3
კარგი ფეხბურტელია კვარა, დიდი მომავალი აქვს და უდაოდ ლიდერია ქართული ფეხბურთის. იმედია მიაღწევს და მოხსნის ყველა რეკორდს საფეხბურთო სამყაროში, მაგრამ მარაზმში ნუ გადავვარდებით. 5 ხელი ითამაშა სერია ა-ში, რა რონალდოზე და მბაპეზე ვლაპარაკობთ, ან მოდრიჩზე. ჯერ ბევრი შრომა უკლია ამ ფეხბურტელებამდე. იმედია ერთ დღეს ყველას აჯობებს, მაგრამ მოვლენებვს ნუ გავუსწრებთ.
ზიზუ
28 სექტემბერი 2022 14:05
2
ვინმემ უთხრას რომ ყოველთვის ტუჩებზე თითის მიდება და ყურებზე ხელის მიფარება ქაჯობაა.
ასეა ეს
28 სექტემბერი 2022 12:16
42
ერთი შენ ერთ ადგილს მიხედე რა! გოლის მერე "მალაყების" კეთება უფრო მეტი ქაჯობაა თუ ტუჩზე ხელის მიფარერბა?!
კოტე
28 სექტემბერი 2022 15:14
2
Კი, ხელებს ზედმეტად აქტიურად ხმარობს.☺
)))
28 სექტემბერი 2022 14:56
8
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული