ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ნაპოლი" "ტორინოსთან" მატჩისთვის სამზადისს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

"ნაპოლიში" ხვიჩას გარდა მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი, ძერბინი და ელმასი დაბრუნდნენ, დილით ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთენ, მერე კი მოკლე მოედანზე ითამაშეს.

ოსიმენი ფიზიოთერაპევტთან ერთად მუშაობდა, ხოლო პოლიტანო ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

1-ელ ოქტომბერს, სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ