ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეონიდ სლუცკი: "ტოტენჰემს" კვარაცხელია სურდა, მაგრამ თანხის გადახდაზე უარი თქვეს"

AutoSharing Option
"რუბინის" თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებული სეზონის შემდეგ, ქართველით არაერთი გრანდი დაინტერესდა, მათ შორის, ინგლისური კლუბებიც.

"რუბინში" ჩატარებული კარგი სეზონის შემდეგ, მის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა, თუმცა ყველა მათგანი მოგონილი არ ყოფილა, ზოგიერთი გრანდი ხვიჩას შეძენას მართლაც ცდილობდა, მოლაპარაკებები ფასის გამო ჭიანურდებოდა, კვარაცხელია იაფი ფეხბურთელი არ გახლავთ, თანხა, რომელსაც ვითხოვდით სრულად გამართლებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიური სტატისტიკა არ ჰქონია, ქართველი ძალიან ახალგაზრდაა.

ვფიქრობ, "ტოტენჰემმა" ჩვენს მიერ მოთხოვნილი საფასურის გადახდა უბრალოდ ვერ გარისკა, ასეთი
კლუბები დიდ თანხას იხდიან მოთამაშეებში, რომლებიც აუცილებლად ძირითად თერთმეტეულში მოიაზრებიან, ხვიჩასთან დაკავშირებით კი კითხვები არსებობდა" - განაცხადა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

altსლუცკი ხვიჩაზე: ბრილიანტი მყავდა, ტიროდა, მისთვის ფეხბურთი დისნეილენდია - ახლა სრულიად სხვა დონეზეა

alt"კვარამ თამაში დაცვით ფუნქციებშიც გააუმჯობესა" - სიომინმა ნაკრებში ხვიჩას ასპარეზობა შეაფასა

alt"ზოგჯერ ზედმეტი მოსდის, მაგრამ ინსინიესგან განსხვავებით უფრო თამამია" - კორიერე დელო სპორტის რედაქტორი ხვიჩაზე საუბრობს



ასევე დაგაინტერესებთ