ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარამ" იტალიაში ცხოვრება შემიცვალა, აქ უკვე მთელი საქართველო უყვართ და..." - ქართველი ემიგრანტის პოსტი იტალიიდან

AutoSharing Option
გიგა გვენეტაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:

"ერთმა კაცმა ცხოვრება შემიცვალა იტალიაში 

კვარას მაისურს როგორც კი ჩავიცვამ ყოველი მესამე იტალიელი მოდის, კვარაცხელიას სწორად წარმოთქმას ცდილობენ და ფოტოებს მიღებენ ნაპოლის ფანი მეგობრებისთვის გადასაგზავნად

ნაპოლელ, ფეხბურთის მოყვარულებთან შეხვედრა საერთოდ განსაკუთრებულია, ლამის ოჯახის წევრივით მიღებენ და მთელი საქართველო უყვართ უკვე. ორმა უკვე დამპატიჟა მარადონას სტადიონზე ნაპოლის თამაშის ერთად საყურებლად და შემდეგ თვეში სთორებს დაელოდეთ", - წერს გვენეტაძე. 
ასევე დაგაინტერესებთ