ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქართველია? არა გმადლობთ" - რატომ თქვეს უარი მამარდაზე "ბარსამ" და "ატლეტიკომ"

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" ბრწყინვალედ თამაშს განაგრძობს და ჯენარო გატუზოს გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია, მოგეხსენებათ, ქართველმა ახლახანს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ღამურების" ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ესპანელმა საფეხბურთო მენეჯერმა ანტონიო ლოპესმა "მამარდას" შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"შევიტყვე, რომ თბილისის "ლოკომოტივში" ნიჭიერი ახალგაზრდა მეკარე თამაშობდა, მასზე თვალყურის მიდევნება დავიწყე, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგიმ "გრანადას" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, მატჩის შემდეგ "მამარდასთან" ვისაუბრეთ და თანამშრომლობა გადავწყვიტეთ, მისი შეძენა ესპანურ გუნდებს შევთავაზე, ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ბევრი სახელოვანი სპორტსმენი აღზარდეს, რაც მთავარია,
კარგი სამუშაო ეთიკა აქვთ.

პირველ რიგში, მამარდაშვილში გამარჯვებულის მენტალიტეტმა მომხიბლა, მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონას", "ჟირონას", "ბეტისს", "ვილიარეალს" დავუკავშირდი, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ საქართველოდანაა მათგან პასუხად ვიღებდი:

"ქართველი? არა, გმადლობთ".

ასეთი პასუხი ძალიან მაბრაზებდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი თავს საუკეთესოდ წარმოაჩენდა და ასეც მოხდა" - განაცხადა ლოპესმა.

შეგახსენებთ, "ღამურები" ლა ლიგაში გამართული 6 მატჩის შემდეგ, 9 ქულით მე-9 ადგილს იკავებენ, "ვალენსია" მორიგ შეხვედრას 2 ოქტომბერს, "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"მამარდა" Marca-ს რჩეულებშია - გიორგი ლევანდოვსკისა და ვინისიუსის გვერდით

alt"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

alt"მითხარით, ვინ წავიყვანო? კი, არის ხვიჩა, მაგრამ მას უკვე აქვს კონტრაქტი... გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" ფეხბურთელია..." - ინტერვიუ შოთა არველაძესთან


ასევე დაგაინტერესებთ