"ხვიჩა უბრალოდ შთამბეჭდავია! ეს მხოლოდ რონალდომ და მან შეძლეს" - ცნობილმა ფეხბურთელმა "კვარა" ბრაზილიელ ფენომენს შეადარა!

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ, ვინაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს "ვერონაში" დაასრულა, "ნაპოლის" ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საქებაში სიტყვები კვლავ არ დაიშურა. 

"კვარაცხელია უბრალოდ შთამბდეჭდავია! მას ფეხში დაუჯერებელი ძალა აქვს. ძალიან ცოტა ფეხბურთელი მახსოვს, რომლებიც სერია A-ში ჩამოვიდნენ და მაშინვე მსგავსი ეფექტი და გავლენა მოახდინეს.

მხოლოდ ლეგენდარულ ფენომენ რონალდოს ჰქონდა მსგავსი ეფექტი... კვარაცხელიას დრიბლინგი, ფლანგიდან ფლანგზე გადასვლები, მოკლე და გრძელი პასები... - ეს ყველაფერი მართლაც უბრალოდ შთამბეჭდავია", - უთხრა კასანომ კრისტიან ვიერის არხ Bobo Tv-ს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
დარწმუნებული ვარ,თუ ხვიჩა ასე გააგრძელებს ნეაპოლური გუნდის კერპი გახდება და მეტსახელ "კვარადონა"-ს რიხიანად ატარებს.
დავით ქართველი
03 ოქტომბერი 2022 16:43
0
ანდრეი შევჩენკომ,სადებიუტო სეზონში,24 გოლი გაიტანა.მგონია რომ მის გამოჩენასაც საკმაოდ ხმაურიანი ეფექტი ექნებოდა.
სოსო
30 სექტემბერი 2022 20:14
3
მე პირადად რონალდინიოს ეპოქის შემდეგ ვფიქრობდი რომ ვეღარ ვიხილავდი ისეთ ფეხბურთს როგორსაც დღეს კვარა გვთავაზობს.
შავი კაცი
30 სექტემბერი 2022 17:01
0
კასანო თუ კასანია?
Status quo
30 სექტემბერი 2022 14:21
18
კაცი რო იყავი ვიცოდი მაგრამ თუ ასეთი ბაჯაღლო გული გქონდა არ ვიცოდი! მგელი ხარ ჯიმა მგელი!
ქართველი
30 სექტემბერი 2022 13:53
2
ვეთანხმები კასანოს
კოკო
30 სექტემბერი 2022 12:22
0
Კაცი ხარ ანტონიო!
Irakli
30 სექტემბერი 2022 11:54
0
კასანო ძაან დაქრაშულა :D იმედია ხვიჩა არ აქცევს ყურადღებას ასეთ კომენტარებს, მას ჯერ კიდევ დიდი შრომა აქვს წინ
ლადო
30 სექტემბერი 2022 11:05
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული