"ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს" - ცნობილმა "ინსტაგრამ" გვერდმა მაყურებელს ხვიჩასა და საქართველოზე პატარა ვიდეო შესთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენები საქართველოს ელჩებად ითვლებიან. ისინი ამ პატარა ქვეყანას უფრო მეტად ცნობილ და საინტერესოს ხდიან, ერთ-ერთი მთავარი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაზე შეიძლება ითქვას. Pechefootball-ს ინსტაგრამზე 104 000-ზე მეტი გამომწერი ყავს, ამზადებენ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვიდეოებს და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ხვიჩასა და ქართულ კულტურაზე დაფუძნებული პატარა ისტორიული გაკვეთილი უცხოელებისთვის.

"ეს პატარა ქვეყანა შესაძლოა სამუდამოდ შეიცვალოს, რაც განპირობებულია უზარმაზარი საფეხბურთო პერსპექტივებიდან. ფართობით რომ შევადაროთ, საქართველო ამერიკის 0.7%-ია, მოსახლეობის მიხედვით 133-ე ადგილს იკავებს.

ამ ქვეყანას ულამაზესი პეიზაჟები აქვს
(ლამაზ ადგილებს გულისხმობს), ასევე ითვლება როგორც ღვინის სამშობლო. მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება ხვიჩა კვარაცხელიას გამო შეიცვალოს. 21 წლის ვინგერი იტალიურ კლუბში გადავიდა და უკვე 7 მატჩში მონაწილეობა 6 გატანილ გოლში მიიღო. 90 წუთში გატანილი გოლებით ის მე-3 ადგილს იკავებს.

თუმცა მასში საინტერესო მხოლოდ სტატისტიკა არ არის, "კვარას" ბურთის ორივე ფეხით კარგად დარტყმა შეუძლია, აქვს საუკეთესო მენტალიდები, მასში გაერთიანებულია ძალა, სისწრაფე და ნიჭი, რაც დრიბლინგის დროს ლავირების საშუალებას აძლევს. ამ სეზონში პენალტის ზონაში ბურთი თერთმეტჯერ შეიტანა (ატარებს), რითაც სერია A-ში მე-3 პოზიციაზეა. მიაღწევს მწვერვალს და გახდება ის, რითაც ცნობილია საქართველო".



მკითხველის კომენტარები / 7 /
...და ეს "ჯორჯია" აშშ-ის ნაწილი რომ გონია ტიპს? ვიდეოებზე საქართველო კია, მაგრამ დააკვირდით რუქაზე სად აჩვენებს საქართველოს.
იმიტომაც ამბობს აშშ-ის ტერიტორიის 0.7 % არის მარტოო. ამერიკის ჯორჯია გონია.
ინსტაგრამი ვისაც გაქვთ, მიწერეთ კომენტარებში, თორემ ამირიკის ნაწილად გვასაღებს ტიპი
სააკვირდით ვიდეოს
30 სექტემბერი 2022 14:20
23
საქართველოს რუკას რომ დააპროწიალებს ტიპი ამერიკის რუკის თავზე მაგას დააკვირდი უმჯობესია
ჯობია კარგად დააკვირდე
01 ოქტომბერი 2022 00:25
0
ამერიკის შტატი ჯორჯია შეადბენს აშშ-ის 1,6%-ს, საქართველო კი - 0,7%-ს. დანარჩენში გეთანხმებით.
კოტე
30 სექტემბერი 2022 18:55
1
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა არის საოცარი ადამიანი, რომელმაც ასე მოკლე დროში შეაყვარა თავი ფაქტიურად მსოფლიოს, საქართველოს აცნობს უამრავ ისეთ ადამიანს, რომელმაც მანამდე არაფერი იცოდა ჩვენი სამშობლოს შესახებ. უტალანტესი ფეხბურთელი და უსაყვარლესი და საოცრად თავმდაბალი ადამიანი. გაიხარე და გაგვახარე ხვიჩიკო. მის გამო ვუყურებდი რუბინისა თუ ბათუმის დონამოს თამაშებს და ახლა ნაპოლის თამაშებსაც.
ახლა ერთი შენიშვნა სტატიის ავტორს. ვიდეოს ავტორი ამბობს, კვარამ ბურთი 12-ჯერ შეიტანა საჯარომოშიო და აქ რატომ წერია 11-ჯერო?:-))
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
30 სექტემბერი 2022 13:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული