ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

AS: გიორგის შეუძლია "ვალენსიასთვის" ეპოქალური მეკარე გახდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში წარმატებულად ასპარეზობას განაგრძობს. "მამარდას" შესახებ ესპანურ პრესაში ხშირად წერენ.

ამჯერად, გიორგის შესახებ ვრცელ სტატიას ცნობილი გამოცემა AS-ი აქვეყნებს, ესპანელი ჟურნალისტი ხულიან ბურგოსის აზრით, მამარდაშვილს შეუძლია "ვალენსიასთვის" ეპოქალურ მეკარედ იქცეს.

"ვალენსიას" ყოველთვის ყავდა მოთამაშე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ადგილს დიდხანს ინარჩუნებდა, მაგალითად, სემპერე (1980-1990 წლებში), ოჩოტორენა ( 3 სეზონის განმავლობაში), ასევე სუბისარეტა 90-იანი წლების დასაწყისში, მალე მისი ადგილი კანისარესმა დაიკავა, მიუხედავად პალოპთან კონკურენციისა, ლეგენდარული მეკარე 2007 წლამდე სასტარტო თერთმეტეულის უცვლელი წევრი იყო, რონალდ კუმანის მოსვლის
შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა, 27 სეზონის განმავლობაში "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ 4 მეკარე ჰყავდა.

კანისარესის წასვლის შემდეგ, ტრადიცია დაირღვა და ვერცერთმა მეკარემ შეძლო 2 სეზონზე დიდი ხნის განმავლობაში ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნება, მხოლოდ ნეტომ მოახერხა 2017/2018, 2018/2019 წლებში თითქმის შეუცვლელად თამაში, ამ პერიოდის განმავლობაში "ღამურების" რიგებში ირიცხებოდნენ: ჰილდერბრანდი, რენანი, სეზარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე, მაგრამ შეუცვლელ მეკარედ ვერცერთი მათგანი იქცა.

ფაქტია, რომ "ვალენსიას" აქვს შანსი ისტორიას დაუბრუნდეს, ამ შესაძლებლობას კი გიორგი მამარდაშვილი ჰქვია, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ ქართველს ეხმარება მეკარე, რომელიც ესპანური გუნდის კარს 27 წლის განმავლობაში იცავდა, ოჩოტორენა მამარდაშვილთან ყოველდღიურად მუშაობს. ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ გიორგიმ იგივეს გამეორება შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მხოლოდ მეორე გუნდისთვის დაიმატეს, გასულ სეზონში მეკარეებს შორის ყველაზე მეტი (18 მატჩი) გამართა, დღესდღეობით კი გატუზოსთვის შეუცვლელი არჩევანია, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მოედანზე 540 წუთი ჩაატარა, რაც გუნდში სარეკორდო მაჩვენებელია და რაც მთავარია, დასამახსოვრებელ შეხვედრებს ატარებს, "მამარდას" მესტალიურ კლუბში ეპოქის შექმნა შეუძლია.

სხვებისგან განსხვავებით, გიორგიმ "ვალენსიაში" დამკვიდრება 21 წლის ასაკში შეძლო, კლუბმა მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაზარდა, ასე რომ, "ღამურებს" ძირითადი შემადგენლობის მეკარე კიდევ მრავალი წლით ეყოლებათ, ახალგაზრდა მეკარის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს:

"მინდა აქ მრავალი წელი გავატარო და გავაგრძელო ზრდა, როგორც ფეხბურთელმა, ბევრი თამაში მსურს და ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობ, "მესტალია" წარმოუდგენელია" - განაცხადა მამარდაშვილმა ახალ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, წერს AS-ი.

შეგახსენებთ, "ვალენსია" მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს სტუმრად "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

alt"ქართველია? არა გმადლობთ" - რატომ თქვეს უარი მამარდაზე "ბარსამ" და "ატლეტიკომ"

altკვარაცხელია პირველია, "მამარდა" მეექვსე - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

ასევე დაგაინტერესებთ